ონლაინ საცალო გაყიდვების პლატფორმა Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ახალი რეკორდი დაამყარა - მსოფლიოში ისედაც ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება $202 მილიარდამდე გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი Bloomberg Billionaires Index-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის მიხედვით, ბეზოსის ქონება იანვრის შემდეგ $87 მილიარდით გაიზარდა, რაც კომპანიის აქციებზე ფასების ზრდით არის განპირობებული.
თავის მხრივ, Amazon-ის აქციების ფასმა ბოლო სამ თვეში 25%-ით მოიმატა, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე ზრდამ 86% შეადგინა.
ბეზოსმა Amazon-ი 1994 წელს დააარსა, ხოლო 2017 წლიდან პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ატარებს.
მილიარდერების რეიტიგნში ჯეფ ბეზოსს მიჰყვება ბილ გეითსი $124 მილიარდით; მას მოსდევს მარკ ცუკერბერგი $115 მილიარდით. სამეულს ხურავს ელონ მასკი $101 მილიარდით.
ბეზოსმა ახალი რეკორდი დაამყარა - ის $202 მილიარდს ფლობს
ბეზოსმა Amazon-ი 1994 წელს დააარსა.
Forbes Georgia1 წთ კითხვა


Forbes Georgia
სარედაქციო ბლოგპოსტები
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".