შობა-ახალწელიწადის მოახლოებასთან ერთად შესაბამის თემატიკაზე გადაღებული ფილმების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. მსგავსი კინოსურათები სადღესასწაულო განწყობის შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. მართალია, მაყურებელთა გემოვნება განსხვავებულია, თუმცა ფილმების შემოსავლების მიხედვით, შესაძლოა ვიმსჯელოთ, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ესა თუ ის კინოსურათი.

აღსანიშნავია, რომ ტოპ-10 მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმის ბილეთების გაყიდვით მსოფლიო კინოთეატრების სალაროებიდან შეგროვებული თანხა, მთლიანობაში 3 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე, საინტერესოა, რომ ათეულში პირველ და ბოლო ადგილს ანიმაცია იკავებს. საერთო ჯამში, ჩამონათვალში სულ სამი ანიმაციური ფილმია.

წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმების ათეულს:

1. The Grinch (2018 წელი) - $512.9 მილიონი

2. Home Alone (1990 წელი) - $476.7 მილიონი

3. Home Alone 2: Lost in New York (1992 წელი) - $359 მილიონი

4. How the Grinch Stole Christmas (2000 წელი) - $345.8 მილიონი

5. A Christmas Carol (2009 წელი) - $325.3 მილიონი

6. The Polar Express (2004 წელი) - $315.2 მილიონი

7. Love Actually (2003 წელი) - $246.8 მილიონი

8. Elf (2003 წელი) - $225.1 მილიონი

9. The Holiday (2006 წელი) - $205.8 მილიონი

10. The Santa Clause (1994 წელი) - $190.5 მილიონი

 






მონაცემები აღებულია პორტალიდან Box Office Mojo.