შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა (ანუ ის პირები, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა) 28%-ით გაიზარდა. 2016 წელს 2 720 970 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წელს 3 478 932.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2017 წელს 19%-ით გაიზარდა. 2016 წელს 6.4 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2017 წელს კი 7.6 მილიონი. ყველაზე მეტი (1 718 016) ვიზიტორი სომხეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 1 694 998 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე რუსეთია 1 392 610 ვიზიტორით.

უკვე ცნობილია 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რაც 2.2 მილიარდ დოლარს შეადგენს და 22.5%-ით (489 მილიონი დოლარით) მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც 2017 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

 

ქვეყანა

2016

2017

ცვლილება

1

სომხეთი

1,496,437

1,718,016

14.8%

2

აზერბაიჯანი

1,523,703

1,694,998

11.2%

3

რუსეთი

1,038,750

1,392,610

34.1%

4

თურქეთი

1,256,561

1,246,745

-0.8%

5

ირანი

147,937

322,938

118.3%

6

უკრაინა

174,858

193,002

10.4%

7

ისრაელი

92,215

125,319

35.9%

8

ინდოეთი

36,410

59,732

64.1%

9

ყაზახეთი

48,849

56,765

16.2%

10

საუდის არაბეთი

21,257

56,247

164.6%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია