Henley Passport Index-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონური პასპორტია. ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. იაპონიის პასპორტით მოგზაურობა უვიზოდ 191 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

Henley Passport Index-ი ყოველწლიურად საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს პასპორტების რეიტინგს. საქართველო კი ამ რეიტინგში წელს, ისევე როგორც შარშანა, 51-ე ადგილზეა. კერძოდ, ქართული პასპორტით 115 ქვეყნის მონახულებაა შესაძლებელი უვიზოდ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 50-ე ადგილზეა, რომლის პასპორტითაც 116 ქვეყანაში მოგზაურობაა შესაძლებელი უვიზოდ. თურქეთი 53-ე ადგილზეა 110 ქვეყანასა და ტერიტორიაზე უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით, აზერბაიჯანი 76-ზე, რომლის პასპორტითაც 67 ქვეყანაშია მოგზაურობა უვიზოდ შესაძლებელი, სომხეთი კი მე-80 ადგილზე 63 ქვეყნით.

რაც შეეხება ყველაზე ძლიერი პასპორტების პირველ ათეულს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იაპონია - 191 ქვეყანა და ტერიტორია
  • სინგაპური - 190 ქვეყანა და ტერიტორია
  • სამხრეთ კორეა, გერმანია - 189 ქვეყანა და ტერიტორია
  • იტალია, ფინეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი - 188 ქვეყანა და ტერიტორია
  • დანია, ავსტრია - 187 ქვეყანა და ტერიტორია

ბოლო ათეულში კი შედიან:

  • ავღანეთი - 26 ქვეყანა და ტერიტორია
  • ერაყი - 28 ქვეყანა და ტერიტორია
  • სირია - 29 ქვეყანა და ტერიტორია
  • პაკისტანი - 32 ქვეყანა და ტერიტორია
  • სომალი, იემენი - 33 ქვეყანა და ტერიტორია
  • პალესტინა - 37 ქვეყანა და ტერიტორია
  • ლიბია, ნეპალი - 38 ქვეყანა და ტერიტორია
  • ჩრდილოეთ კორეა - 39 ქვეყანა და ტერიტორია

ცნობისთვის, 2021 წლის რეიტინგი თითქმის უცვლელია 2020 წლის რეიტინგთან შედარებით. წელს მხოლოდ ორი ცვლილებაა: ახალი ზელანდიის და ავსტრალიის პასპორტები დაწინაურდნენ ერთი ქვეყნით და ახლა ახალი ზელანდიის პასპორტის გამოყენებით 185 ქვეყანაშია მოგზაურობა უვიზოდ შესაძლებელი, ავსტრალიის პასპორტით კი 184 ქვეყანაში.