2022 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდოს ნომინანტების ვინაობა ცნობილია. აღსანიშნავია, რომ წელს გამარჯვებულები 22 გენდერულად გაუმიჯნავ კატეგორიაში გამოვლინდებიან. მათ შორის ორი ახალი კატეგორიაა - საუკეთესო ხანგრძლივი ვიდეოკლიპი და საუკეთესო შესრულება მეტავერსში.

წელს ყველაზე მეტი, 7-7 ნომინაცია ჯეკ ჰარლოუმ, კენდრიკ ლამარმა და Lil Nas X-მა მიიღეს. 2022 წლის MTV-ის ჯილდოზე სხვადასხვა კატეგორიაში ნომინირებული ასევე არიან ბილი აილიში, დრეიკი, ედ შირანი, დუა ლიპა, ტეილორ სვიფტი და The Weeknd-ი.

MTV-ის დაჯილდოების ცერემონია 28 აგვისტოს ნიუ-ჯერსიში გაიმართება, მანამდე კი პრესტიჟულ ჯილდოზე ძირითად კატეგორიებში ნომინირებულთა სიას წარმოგიდგენთ:

წლის საუკეთესო ვიდეოკლიპი


  • Doja Cat - „Woman“

  • დრეიკი ft. Future & Young Thug - „Way 2 Sexy“

  • ედ შირანი - „Shivers“

  • ჰარი სტაილზი - „As It Was“

  • Lil Nas X, ჯეკ ჰარლოუ - „INDUSTRY BABY“

  • ოლივია როდრიგო - „brutal“

  • ტეილორ სვიფტი - „All Too Well“ (10 Minute Version) (Taylor's Version)


წლის საუკეთესო შემსრულებელი


  • Bad Bunny

  • დრეიკი

  • ედ შირანი

  • ჰარი სტაილზი

  • ჯეკ ჰარლოუ

  • Lil Nas X

  • Lizzo


წლის საუკეთესო სიმღერა


  • ადელი - „Easy On Me“

  • ბილი აილიში - „Happier Than Ever“

  • Doja Cat - „Woman“

  • ელტონ ჯონი & დუა ლიპა - „Cold Heart (PNAU Remix)“

  • Lizzo - „About Damn Time“

  • The Kid LAROI & ჯასტინ ბიბერი - „STAY“


საუკეთესო ახალბედა შემსრულებელი


  • Baby Keem

  • დოვ კამერონი

  • GAYLE

  • Latto

  • Måneskin

  • SEVENTEEN


საუკეთესო პოპსიმღერა


  • ბილი აილიში - „Happier Than Ever“

  • Doja Cat - „Woman“

  • ედ შირანი - „Shivers“

  • ჰარი სტაილზი - „As It Was“

  • Lizzo - „About Damn Time“

  • ოლივია როდრიგო - „traitor“


საუკეთესო ჰიპ-ჰოპ სიმღერა


  • ემინემი & Snoop Dogg - „From The D 2 The LBC“

  • Future ft. დრეიკი, Tems - „WAIT FOR U“

  • კენდრიკ ლამარი - „N95“

  • Latto - „Big Energy“

  • ნიკი მინაჟი ft. Lil Baby - „Do We Have A Problem?“

  • Pusha T - „Diet Coke“


საუკეთესო როკსიმღერა


  • Foo Fighters - „Love Dies Young“

  • ჯეკ უაიტი - „Taking Me Back“

  • Muse - „Won't Stand Down“

  • Red Hot Chili Peppers - „Black Summer“

  • Shinedown - „Planet Zero“

  • Three Days Grace - „So Called Life“


საუკეთესო პერფორმანსი მეტავერსში


  • BLACKPINK The Virtual | PUBG

  • BTS | Minecraft

  • Charli XCX | Roblox

  • ჯასტინ ბიბერი - An Interactive Virtual Experience | Wave

  • Rift Tour ft. არიანა გრანდე | Fortnite

  • Twenty One Pilots Concert Experience | Roblox