საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული წლის 2.1 მილიარდ ლართან შედარებით მაჩვენებელი თითქმის 30%-ითაა გაზრდილი.

ბანკების მიხედვით მოგების მაჩვენებლები ასეთია:


  • საქართველოს ბანკი — 1.3 მლრდ ლარი;

  • თიბისი ბანკი — 1.1 მლრდ ლარი;

  • ლიბერთი ბანკი — 81.2 მლნ ლარი;

  • ბაზის ბანკი — 72 მლნ ლარი;

  • პროკრედიტ ბანკი — 43.7 მლნ ლარი;

  • კრედო ბანკი — 39.2 მლნ ლარი;

  • ტერა ბანკი — 30.2 მლნ ლარი;

  • ქართუ ბანკი — 29.7 მლნ ლარი;

  • ხალიკ ბანკი — 20.1 მლნ ლარი;

  • იშ ბანკი — 16.7 მლნ ლარი;

  • ზირაათ ბანკი — 7.8 მლნ ლარი;

  • პაშაბანკი — 1.7 მლნ ლარი;

  • ვითიბი ბანკი — 203 ათასი ლარი;

  • პეისერია — 0 მლნ ლარი;

  • სილქ ბანკი — -7.5 მლნ ლარი.


ამავდროულად, გასულ წელს, ქართული ბანკების მთლიანი აქტივების მოცულობამ 80 მლრდ ლარი შეადგინა. აქტივების 39.2%-ს „თიბისი“ ფლობს, 37.8%-ს - „საქართველოს ბანკი“, 5.12%-ს - „ლიბერთი“, 17.88%-ს კი დანარჩენი ბანკები.

კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტების მოცულობამ 52.4 მილიარდ ლარს მიაღწია, საკრედიტო დაბანდებამ კი 53.8 მილიარდ ლარს. 2023-ში მთლიანი საპროცენტო შემოსავალი 7.2 მილიარდი ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ბანკების შემოსავლის ძირითადი წყარო სესხებიდან საპროცენტო შემოსავლებია (6 მილიარდი ლარი).