საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც 31.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აქედან 2.2 მილიონი რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები იყო, რაც 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 1.4 მილიონი შეადგინა (43.9%-ით მეტი).
2023 წელს ვიზიტები შემდეგი მიზნით განხორციელდა:
- საყიდლები - 796.3 ათასი (35.4%);
- მეგობრების/ნათესავების მონახულება - 726.3 ათასი (32.3%);
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 316.7 ათასი (14.1%);
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 280.8 ათასი (12.5%);
- მკურნალობა, გაჯანსაღება - 65.1 ათასი (2.9%);
- სხვა - 61.6 ათასი (2.7%).
აღსანიშნავია, რომ ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (1 მილიონი) და სომხეთზე (349.0 ათასი) მოდის.

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა და 906.7 ლარი შეადგინა.
ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ გაწეული ხარჯების განაწილება კატეგორიების მიხედვით ასეთია:
- საყიდლები - 853.3 მლნ (41.9%);
- საკვები და სასმელი - 501.9 მლნ (24.6%);
- განთავსება - 339.6 მლნ (16.7);
- ადგილობრივი ტრანსპორტი - 189.6 მლნ (9.3%);
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 90.9 მლნ (4.5%);
- სხვა - 61.8 მლნ (3%).

