მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ტექნოლოგიურად უფრო და უფრო ვითარდება და მუსიკის მოსასმენად არაერთი გზა არსებობს, ვინილის ფირფიტები პოპულარობას არ კარგავს. ეს ნათლად ჩანს გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე, სადაც The Economic Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ვინილის ფირფიტების გაყიდვებმა 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია და 12%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების ზრდის ტენდენცია უკვე 16 წელია, ნარჩუნდება.

რაც შეეხება 2023 წლის ყველაზე გაყიდვად ვინილის ალბომს, ეს სტატუსი ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის „1989 (Taylor's Version)“-ს ეკუთვნის. აქვე აღსანიშნავია, რომ ტოპ-ათეულში ამავე მომღერლის კიდევ ორი ალბომი: „Speak Now (Taylor's Version)“ და „Midnights“ მოხვდა.

2023 წელს ბაზარზე არა მხოლოდ ვინილის ფირფიტებმა, არამედ CD-მაც გამოიჩინა გამძლეობა - დაახლოებით 11 მილიონი ერთეული გაიყიდა, რაც ყველაზე მცირე წლიური კლებაა თითქმის ათი წლის განმავლობაში. CD-ის ალბომებს შორის გასულ წელს ლიდერი Take That-ის „This Life“ იყო. ნოემბრის სადებიუტო კვირაში მისი 100,000 ეგზემპლარი გაიყიდა.

ვინილის 10 ყველაზე გაყიდვადი ალბომი 2023 წელს:


  1. ტეილორ სვიფტი - 1989 (Taylor's Version)

  2. The Rolling Stones - Hackney Diamonds

  3. ლანა დელ რეი - Did You Know There's A Tunnel Under Ocean Blvd

  4. ტეილორ სვიფტი - Speak Now (Taylor's Version)

  5. Fleetwood Mac – Rumours

  6. Blur - The Ballad Of Darren

  7. Pink Floyd - The Dark Side Of The Moon

  8. ტეილორ სვიფტი - Midnights

  9. ოლივია როდრიგო - Guts

  10. ლუის კაპალდი - Broken By Desire To Be Heavenly Sent


CD-ის 10 ყველაზე გაყიდვადი ალბომი 2023 წელს:

  1. Take That - This Life

  2. ტეილორ სვიფტი - 1989 (Taylor's Version)

  3. The Rolling Stones - Hackney Diamonds

  4. ლუის კაპალდი - Broken By Desire To Be Heavenly Sent

  5. ედ შირანი - - (გამოკლება)

  6. P!nk – Trustfall

  7. Foo Fighters - But Here We Are

  8. Metallica - 72 Seasons

  9. Noel Gallagher's High Flying Birds - Council Skies

  10. კაილი მინოუგი - Tension