ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა. გამოცემის დათვლებით, ტოპ-10-ში შემავალმა სპორტსმენმა გასული 12 თვის განმავლობაში კოლექტიურად $246 მილიონი გამოიმუშავეს. ეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, $343 მილიონს, როდესაც ახლა უკვე პროფესიონალური სპორტიდან წასული სერენა უილიამსისა და როჯერ ფედერერის შემოსავალმა $142 მილიონი შეადგინა.

ამის მიუხედავად, მსოფლიოს ტოპ-10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელის მიერ კოლექტიურად გამომუშავებული თანხა გასული წლის მაჩვენებელს ($196 მილიონი) 26%-ით აჭარბებს.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების რეიტინგში ლიდერობა დაკარგა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც მის მრავალფეროვან ტიტულებს წელს პარიზში ოლიმპიური ოქროც დაამატა. 37 წლის ჯოკოვიჩი გასულ წელს სიაში პირველ ადგილს გამომუშავებული $38.4 მილიონით იკავებდა, წელს კი მის მიერ მიღებული $37.2 მილიონი პირველობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჯოკოვიჩის ნაცვლად, რეიტინგის ლიდერი 21 წლის ესპანელი კარლოს ალკარასია, რომელმაც გასულ 12 თვეში კორტებსა და კორტებს მიღმა ჯამურად $42.3 მილიონი გამოიმუშავა.

2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელები:

#1. კარლოს ალკარასი - $42.3 მილიონი


ასაკი: 21 | ქვეყანა: ესპანეთი | კორტებზე გამომუშავებული თანხა: $10.3 მლნ. • კორტებს მიღმა: $32 მლნ.



#2. ნოვაკ ჯოკოვიჩი - $37.2 მილიონი


ასაკი: 37 | ქვეყანა: სერბეთი | კორტებზე: $12.2 მლნ. • კორტებს მიღმა: $25 მლნ.



#3. კოკო გოფი - $27.1 მილიონი


ასაკი: 20 | ქვეყანა: აშშ | კორტებზე: $7.1 მლნ. • კორტებს მიღმა: $20 მლნ.



#4. იგა შვიონტეკი - $26.7 მილიონი


ასაკი: 23 | ქვეყანა: პოლონეთი | კორტებზე: $11.7 მლნ. • კორტებს მიღმა: $15 მლნ.



#5. იანიკ სინერი - $26.6 მილიონი


ასაკი: 23 | ქვეყანა: იტალია | კორტებზე: $11.6 მლნ. • კორტებს მიღმა: $15 მლნ.



#6. რაფაელ ნადალი - $23.3 მილიონი


ასაკი: 38 | ქვეყანა: ესპანეთი | კორტებზე: $0.3 მლნ. • კორტებს მიღმა: $23 მლნ.



#7. დანიილ მედვედევი - $20.3 მილიონი


ასაკი: 28 | ქვეყანა: რუსეთი | კორტებზე: $7.3 მლნ. • კორტებს მიღმა: $13 მლნ.



#8. ნაომი ოსაკა - $14.6 მილიონი


ასაკი: 26 | ქვეყანა: იაპონია | კორტებზე: $0.6 მლნ. • კორტებს მიღმა: $14 მლნ.



#9. კასპერ რუდი - $13.9 მილიონი


ასაკი: 25 | ქვეყანა: ნორვეგია | კორტებზე: $3.9 მლნ. • კორტებს მიღმა: $10 მლნ.



#10. არინა საბალენკა - $13.7 მილიონი


ასაკი: 26 | ქვეყანა: ბელარუსი | კორტებზე: $6.7 მლნ. • კორტებს მიღმა: $7 მლნ.