ინტერნეტს რეგულარულად 5.4 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 67.1%-ს შეადგენს. Visual Capitalist-მა, SimilarWeb-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის ყველაზე ხშირად მონახულებული ვებგვერდები გამოავლინა.

მონაცემების მიხედვით, ყველაზე პოპულარული ვებგვერდი Google-ია. მასზე გლობალური ვებტრეფიკის 18.32% მოდის. Google-ში ყოველთვიურად 82 მილიარდი ვიზიტი ფიქსირდება, რაც უკონკურენტო მაჩვენებელია. მთლიანობაში Alphabet-ის მფლობელობაში არსებული ვებსერვისები ყოველდღიურად 8.5 მილიარდზე მეტ საძიებო მოთხოვნას ემსახურება.

Google-ის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მის წინააღმდეგ გამოძიებაც აღძრა, რათა გაარკვიოს, ხომ არ იყენებს უმსხვილესი ტექნოლოგიური პლატფორმა არასამართლიანი კონკურენციის მეთოდებსა და პრაქტიკებს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მეორე ყველაზე პოპულარული ვებგვერდიც სწორედ Alphabet-ის YouTube-ია. YouTube-ზე გლობალური ვებტრეფიკის 6.96% მოდის (31 მილიარდი თვიური ვიზიტი).

აღსანიშნავია, რომ 15 ყველაზე პოპულარულ ვებგვერდს შორის 11 ამერიკული კომპანიის საიტია. 15-ეულში მხოლოდ ორი ჩინური კომპანიის, საძიებო სისტემა Baidu-სა (მე-6 პოზიცია) და პოპულარული სოცმედიაპლატფორმის, TikTok-ის (მე-14 პოზიცია) ვებგვერდები გვხვდება.

ყველაზე პოპულარული ვებგვერდების რეიტინგის მე-9 პოზიციას კი რუსული საძიებო სისტემა Yandex-ი იკავებს, ყოველთვიური 3 მილიარდი ვიზიტით.




































































































დომენი წილი გლობალურ ვებტრეფიკში ყოველთვიური ვიზიტები ქვეყანა
Google.com 18.32% 82 მილიარდი აშშ
Youtube.com 6.96% 31 მილიარდი აშშ
Facebook.com 3.41% 15 მილიარდი აშშ
Instagram.com 1.55% 7 მილიარდი აშშ
X.com 0.87% 6 მილიარდი აშშ
Baidu.com 0.98% 4 მილიარდი ჩინეთი
Wikipedia.org 0.93% 4 მილიარდი აშშ
Yahoo.com 0.75% 3 მილიარდი აშშ
Yandex.ru 0.70% 3 მილიარდი რუსეთი
Whatsapp.com 0.67% 3 მილიარდი აშშ
Chatgpt.com 0.62% 3 მილიარდი აშშ
Reddit.com 0.52% 2 მილიარდი აშშ
Xvideos.com 0.51% 2 მილიარდი ჩეხეთი
Tiktok.com 0.51% 2 მილიარდი ჩინეთი
Amazon.com 0.49% 2 მილიარდი აშშ

(მონაცემები ნაჩვენებია 2024 წლის ივნისის მდგომარეობით).