Apple Music-ის Shazam-ის რადიოჩარტების მონაცემებით, საბრინა კარპენტერის საზაფხულო ჰიტი „Espresso“ სეზონზე გლობალური რადიოსადგურების ლიდერი იყო. ხოლო, ყველაზე მეტი სტრიმინგი, ამავე პერიოდში, Apple Music-ზე კენდრიკ ლამარის დისი-ტრეკმა - „Not Like Us“-მა დააგროვა.

კარპენტერის ჰიტები, „Espresso“ და „Please Please Please“, გლობალურად, 21 ივნისიდან 20 აგვისტომდე დროით მონაკვეთში, მეხუთე და მეექვსე ყველაზე მოსმენადი სიმღერა იყო Apple Music-ის პლატფორმაზე. Post Malone-ისა და მორგან უოლენის კოლაბორაციით კი,  „I Had Some Help“-ი, Billboard-ის „ზაფხულის ჰიტების“ სათავეში მოხვდა. ამერიკელი რეპერისა და უოლენის ერთობლივი ნამუშევარი გლობალური რადიოეთერისა და Apple-ის პლატფორმის ტოპ-ხუთ სიმღერაშიც შედის.

რადიოჩარტებისა და Apple Music-ის ანგარიშით, მიმდინარე ზაფხულის გამორჩეულ არტისტებს შორის მოხვდნენ ბენსონ ბუნი - „Beautiful Things“-ით და საბრინა კარპენტერი სიმღერით - „Espresso“. ცნობისთვის, კარპენტერმა „Espresso“, რომელიც მალევე Billboard Global 200-ის სათავეში მოექცა, აპრილში გამოუშვა. ხოლო ივნისში გამოშვებული „Please Please Please“ კარპენტერის პირველი ჰიტი გახდა, რომელმაც Billboard Hot 100-ის პირველი პოზიცია დაიკავა.

გასული სეზონის პოპულარულ ნამუშევრებს შორის ასევე მოხვდა Hozier-ის „Too Sweet“ - მესამე ყველაზე პოპულარული სიმღერა გლობალურ რადიოში - და ბილი აილიშის „Birds of a Feather“ -  ზაფხულის მესამე ყველაზე პოპულარული სიმღერა Apple Music-ზე. წლის გამორჩეულ არტისტებს შორის მოხვდა Shaboozey-იც, სიმღერით - „A Bar Song (Tipsy)“. შემსრულებელი ცნობილი ბიონსეს ალბომ „Cowboy Carter“-ში მონაწილეობით გახდა.

ტოპ-10 სიმღერა, გლობალურ რადიოჩარტებში:


  1. „Espresso“ - საბრინა კარპენტერი

  2. „Beautiful Things“ – ბენსონ ბუნი

  3. „Too Sweet“ - Hozier

  4. „A Bar Song (Tipsy)“ - Shaboozey

  5. „I Had Some Help (feat. Morgan Wallen)“ - Post Malone

  6. „feelslikeimfallinginlove“ - Coldplay

  7. „Lose Control“ - ტედი სვიმსი

  8. „Austin (Boots Stop Workin')“ - Dasha

  9. „I Don't Wanna Wait“ - დევიდ გეტა & OneRepublic

  10. „Houdini“ - Eminem


 

ტოპ-10 სიმღერა, გლობალურად, Apple Music-ზე:


  1. „Not Like Us“ - კენდრიკ ლამარი

  2. „A Bar Song (Tipsy)“ - Shaboozey

  3. „BIRDS OF A FEATHER“ - ბილი აილიში

  4. „I Had Some Help (feat. Morgan Wallen)“ - Post Malone

  5. „Please Please Please“ - საბრინა კარპენტერი

  6. „Espresso“ - საბრინა კარპენტერი

  7. „MILLION DOLLAR BABY“- ტომი რიჩმენი

  8. „Good Luck, Babe!“ - ჩაპელ როუნი

  9. „Beautiful Things“ - ბენსონ ბუნი

  10. „Lies Lies Lies“ - მორგან უოლენი