ფოტო: cbsnews.com

 

ევროკავშირის სტატისტიკურმა სააგენტომ ბლოკის ტერიტორიაზე შესვლაზე უარისა და დეპორტაციის შესახებ უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე გარე საზღვრიდან შესვლაზე უარი ჯამში 132,600 ადამიანს ეთქვა, რაც 2024 წელთან შედარებით 7.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

სანაცვლოდ, გასულ წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი აღრიცხული ადამიანების რიცხვი 2024 წელთან შედარებით 21.7%-ით შემცირდა და ჯამში 719,395 ადამიანი შეადგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დატოვების ორდერი ჯამში 491,950 ადამიანზე გაიცა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.8%-იანი მატებაა. რეალურად კი გასულ წელს ევროკავშირიდან მესამე ქვეყნის (იგულისხმება არაწევრი ქვეყანა) მოქალაქე 135,460 ადამიანი დააბრუნეს სამშობლოში. რეალური დეპორტაციის მაჩვენებელი 2024 წელს განხორციელებული დეპორტაციების ჯამურ რაოდენობას (112,040) 20.9%-ით აღემატება.

ევროსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია მესამე ქვეყანაში გერმანიიდან განხორციელდა (29,295), შემდეგი იყო საფრანგეთი (14,940), მესამე ადგილზე კი შვედეთი იმყოფებოდა (11,250).

სამწუხაროდ, ევროსტატის გამოქვეყნებულ ანგარიშში დეპორტირებული ან ქვეყანაში უკანონოდ მყოფად ცნობილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

კერძოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებლებით, საქართველო 2025 წელს მეორე პოზიციას იკავებდა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ევროკავშირიდან საქართველოს 10,475 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ამ მაჩვენებლით სიაში პირველ ადგილზე თურქეთია (13,405), მესამე ადგილზე კი სირია (8,370).

2024 წელს ევროკავშირიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 12,050 იყო, რაც დაახლოებით 20%-ით აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს.



























































































2025 წელი
ქვეყანა დეპორტირებულთა რაოდენობა
თურქეთი 13,405
საქართველო 10,475
სირია 8,370
ალბანეთი 8,020
რუსეთი 5,725
მოლდოვა 5,005
კოლუმბია 4,685
მაროკო 4,515
ინდოეთი 3,935
სერბეთი 3,835
უზბეკეთი 3,330
ალჟირი 3,090
ბრაზილია 3,050
ერაყი 2,985
ტუნისი 2,870
ბელარუსი 2,500
ჩრდილოეთი მაკედონია 2,445
ნიგერია 2,440
პაკისტანი 2,415
ე.წ. კოსოვო 2,405

ევროსტატის ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში 2025 წელს ევროკავშირის დატოვების ორდერი საქართველოს 14,095 მოქალაქეზე გამოსცეს. ბლოკის დატოვების გამოცემული ორდერების რაოდენობით საქართველო მე-9 ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე ალჟირია, რომლის 45,725 მოქალაქისთვისაც ევროკავშირის დატოვების ორდერია გამოცემული.


















































2025 წელი
ქვეყანა EU-ს დატოვების ორდერების რაოდენობა
ალჟირი 45,725
მაროკო 29,030
თურქეთი 24,780
სირია 20,055
ინდოეთი 19,005
ავღანეთი 18,265
ტუნისი 16,315
ბანგლადეში 15,785
საქართველო 14,095
სენეგალი 13,270

საერთო ჯამში, ევროკავშირში არალეგალურად მყოფად საქართველოს 16,230 მოქალაქე ცნეს, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე (20,830) თითქმის 20%-ით დაბალი შედეგია.