მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების 2025 წლის რეიტინგში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები დომინირებენ. Brand Finance-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, სიაში პირველ ოთხ პოზიციას Apple-ი, Microsoft-ი, Google-ი და Amazon-ი იკავებენ.

აღნიშნული კომპანიების ბრენდების ჯამური ღირებულება თითქმის 1.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც სიაში შემდეგი 20 ბრენდის ჯამურ ღირებულებაზე მეტია.

Brand Finance-ი ბრენდის ღირებულებას მარკეტინგული ინვესტიციების, ბრენდის სიძლიერისა და ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე აფასებს. ის 500 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის რეიტინგს გვთავაზობს, ჩვენი სტატიისთვის კი აქედან ტოპ-25 ბრენდი შევარჩიეთ.

რეიტინგში პირველ ადგილს Apple-ი იკავებს 574.5 მილიარდი დოლარით. მის შემდეგ კი მოდის Microsoft-ი (461.1 მილიარდი დოლარი), Google-ი (413.0 მილიარდი დოლარი) და Amazon-ი (356.4 მილიარდი დოლარი). ხუთეულს 137.2 მილიარდი დოლარით Walmart-ი ასრულებს, რაც ტექნოლოგიურ ტიტანების მხარდამხარ საცალო ვაჭრობის გიგანტის მდგრადობაზე მიანიშნებს.

ტოპ-10 ბრენდიდან ექვსი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა ან მათი შვილობილი, მათ შორისაა Apple-ი, Microsoft-ი, Alphabet/Google-ი, Amazon-ი, Meta/Facebook-ი და ახალბედა Nvidia. ამ ფირმების ბრენდების ღირებულება ერთად 2.1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

2025 წლის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა ტოპ-10-ში Nvidia-ს ნახტომია. მისი ბრენდის ღირებულება 87.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანიის პოტენციალის ზრდის დამსახურებაა. თითქმის 100%-იანი წლიური ზრდა სწორედ AI-ბუმს უკავშირდება, რომელმაც ინვესტორების განწყობა და ბრენდის გარშემო საზოგადოების ცნობიერება შეცვალა.

ჩინურ კომპანიებს შორის დომინანტი ტექნოლოგიური ბრენდი TikTok-ია, რომელიც რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა. TikTok-ის ბრენდის ღირებულება 2025 წელს 20 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტით გაიზარდა, რაც გლობალურ სოციალური მედიის ლანდშაფტზე მის მზარდ გავლენას ასახავს.

2025 წლის 25 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი:


































































































































































# ბრენდი ღირებულება (მლრდ.) ქვეყანა
1 Apple $574.5 აშშ
2 Microsoft $461.1 აშშ
3 Google $413.0 აშშ
4 Amazon $356.4 აშშ
5 Walmart $137.2 აშშ
6 Samsung Group $110.6 სამხრეთი კორეა
7 TikTok/Douyin $105.8 ჩინეთი
8 Facebook $91.5 აშშ
9 NVIDIA $87.9 აშშ
10 State Grid Corporation of China $85.6 ჩინეთი
11 T $85.3 გერმანია
12 Instagram $79.9 აშშ
13 ICBC $79.1 ჩინეთი
14 China Construction Bank $78.4 ჩინეთი
15 Verizon $72.3 აშშ
16 Agricultural Bank of China $70.2 ჩინეთი
17 Home Depot $65.1 აშშ
18 Toyota $64.7 იაპონია
19 Bank of China $63.8 ჩინეთი
20 Moutai $58.4 ჩინეთი
21 Oracle $57.4 აშშ
22 UnitedHealthcare $54.2 აშშ
23 Mercedes-Benz $53.0 გერმანია
24 AT&T $52.5 აშშ
25 Allianz Group $49.8 გერმანია