შავი ზღვის ჯაზფესტივალის დღეების აღსანიშნავად, 28 ივლისს, თიბისი კონცეპტის, Visa-სა და საქართველოს რკინიგზის პარტნიორობის ფარგლებში, გთავაზობთ ჯაზმატარებლით მომსახურებას, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ.

ჯაზმატარებელი თბილისიდან 28 ივლისს, 10:50 საათზე დაიძვრება.

მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს SALIO.

მგზავრობისას გათვალისწინებულია:


  • ლანჩბოქსი და ტკბილეულობა

  • გამაგრილებელი სასმელი

  • სახალისო აქტივობები და საჩუქრები


ჯაზმატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: tkt.ge/JazzTrain

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. ჯაზმატარებლით მგზავრობა უფასოა.

6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.

იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. S