ფოტო: Getty Images

 

მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 18 მილიონ კვადრატულ მილზე მეტს მოიცავს, რაც დაახლოებით 46.6 მილიონ კვადრატულ კილომეტრს უტოლდება. მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მიხედვით ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალია მოსდევს.

ჩინეთი დაახლოებით 5.18 მილიონ კვადრატულ კილომეტრ სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობს, რაც დანარჩენი ქვეყნების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. აღსანიშნავია, რომ აზიური სახელმწიფოს მოსახლეობის მეხუთედი სოფლის მეურნეობაშია ჩაბმული, ხოლო თავად ჩინეთი დღეს აგრარული პროდუქციის როგორც უმსხვილესი მწარმოებელი, ისე მომხმარებელია.


საინტერესოა, რომ ჩინეთს მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა აქვს, ვიდრე გეოგრაფიულად უფრო დიდ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი (დაახლოებით 2.16 მილიონი კვ.კმ) და კანადა (დაახლოებით 570,000 კვ.კმ). ეს ძირითადად მათი ცივი და ტუნდრის ტიპის ტერიტორიებით აიხსნება.


თუმცა კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა გლობალური აგრარული რუკა მნიშვნელოვნად შეცვალოს. ჩრდილოეთის რეგიონები, რომლებიც აქამდე არაპროდუქტიული იყო, მომავალში შეიძლება სოფლის მეურნეობისთვის უფრო ხელსაყრელი გახდეს.


ჩინეთთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სფეროს წამყვანი მოთამაშეები ამერიკის შეერთებული შტატები (1.6 მილიონი კვ.კმ), ავსტრალია (1.4 მილიონი კვ.კმ) და ბრაზილია (914,000 კვ.კმ) არიან. თითოეული ქვეყანა სხვადასხვა აგრარულ მიმართულებაში სპეციალიზდება. მაგალითად, აშშ-ში მსოფლიოში სიმინდის უდიდესი მოსავალი მოჰყავთ, ხოლო ბრაზილია - სოიასა და შაქრის ლერწმის მიმართულებითაა ლიდერი.


აღსანიშნავია, რომ ავსტრალიამ, მიუხედავად მისი უმეტესად არიდული კლიმატისა, შეძლო ხორბლისა და მარცვლოვანი კულტურების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი გამხდარიყო და კონკურენციას უწევს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი (დაახლოებით 1.78 მილიონი კვ.კმ) და უკრაინა (დაახლოებით 414,000 კვ.კმ).


სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მიხედვით მსოფლიოს ტოპ-50 ქვეყნიდან თითქმის ნახევარი აფრიკაში მდებარეობს. მათ შორის კი ლიდერობენ: სუდანი (1.13 მილიონი კვ.კმ), სამხრეთი აფრიკა (964,000 კვ.კმ) და ნიგერია (694,000 კვ.კმ).

ტოპ-50 ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობით
# ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო მიწა (კვ. კმ)
1 ჩინეთი 5,204,150
2 აშშ 4,214,400
3 ავსტრალია 3,632,450
4 ბრაზილია 2,367,600
5 რუსეთი 2,156,020
6 ყაზახეთი 2,142,670
7 ინდოეთი 1,785,710
8 საუდის არაბეთი 1,736,380
9 არგენტინა 1,161,360
10 სუდანი 1,126,650
11 მონღოლეთი 1,074,670
12 მექსიკა 985,460
13 სამხრეთი აფრიკა 963,410
14 ნიგერია 694,000
15 კანადა 568,750
16 ინდონეზია 551,230
17 ჩადი 503,370
18 ირანი 470,680
19 ნიგერი 465,990
20 ანგოლა 460,630
21 სომალი 441,290
22 მალი 432,800
23 მოზამბიკი 415,080
24 ალჟირი 413,400
25 უკრაინა 413,070
26 მადაგასკარი 408,950
27 კოლუმბია 404,830
28 მავრიტანია 397,100
29 თურქმენეთი 395,790
30 ტანზანია 395,220
31 ბოლივია 388,150
32 ნამიბია 388,110
33 თურქეთი 385,880
34 ეთიოპია 384,580
35 ავღანეთი 381,160
36 პაკისტანი 359,950
37 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 350,960
38 მაროკო 297,880
39 კენია 287,700
40 სამხრეთი სუდანი 283,480
41 საფრანგეთი 282,990
42 კოტ-დ’ივუარი 274,000
43 ბოტსვანა 258,630
44 უზბეკეთი 255,820
45 ესპანეთი 247,730
46 პერუ 243,850
47 ზამბია 238,390
48 იემენი 234,530
49 ტაილანდი 223,760
50 ვენესუელა 214,000