საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშების თანახმად, 2025 წლის ექვს თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 1,558,449,000 ლარის მოგება მიიღებს. ეს გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედი 19 კომერციული ბანკიდან იანვარ-ივნისში ზარალზე 4 ბანკი გავიდა - პეისერა (-0.584 მილიონი), ჰეშბანკი (-5.596 მილიონი), სილქ ბანკი (-11.214 მილიონი) და ვი-თი-ბი ბანკი (-43.101 მილიონი).

მოგების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ საქართველოს ბანკია. მან 2025 წლის ექვს თვეში 788.16 მილიონის მოგება მიიღო. მეორე ადგილს 595.70 მილიონის წმინდა მოგებით თი-ბი-სი ბანკი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი ლიბერთი ბანკია, რომელმაც იანვარ-ივნისში 61.74 მილიონის მოგება მიიღო.

საქართველოში მოქმედი 19 კომერციული ბანკის 2025 წლის 6 თვის მოგების/ზარალის მაჩვენებლები ამგვარია:










































































































# ბანკი წმინდა მოგება (₾)
1 საქართველოს ბანკი 788.16 მილიონი
2 თი-ბი-სი ბანკი 595.70 მილიონი
3 ლიბერთი ბანკი 61.74 მილიონი
4 ბაზის ბანკი 51.32 მილიონი
5 კრედო ბანკი 40.96 მილიონი
6 ქართუ ბანკი 19.49 მილიონი
7 პროკრედიტ ბანკი 15.26 მილიონი
8 ტერა ბანკი 14.21 მილიონი
9 იშ ბანკი 7.28 მილიონი
10 მიკრობანკი კრისტალი 7.89 მილიონი
11 ხალიკ ბანკი 8.23 მილიონი
12 ზირაათ ბანკი 2.93 მილიონი
13 მიკრობანკი ემბისი 5.17 მილიონი
14 პაშაბანკი 0.430 მილიონი
15 პეივბანკი 0.112 მილიონი
16 პეისერა -0.584 მილიონი
17 ჰეშბანკი -5.596 მილიონი
18 სილქ ბანკი -11.214 მილიონი
19 ვი-თი-ბი ბანკი -43.101 მილიონი