ფოტო: Getty Images

 

ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მოგებამ 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 388 მილიონი ლარით, 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

1.11 მილიარდი ლარის მოგებით პირველ ადგილს საქართველოს ბანკი იკავებს. მაჩვენებელი წლიურად 21%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზე კი თიბისი ბანკია, რომელმაც მიმდინარე წლის 7 თვეში 815.72 მილიონი ლარის მოცულობის მოგება მიიღო. თიბისის შემთხვევაში მაჩვენებელი წლიურად 19%-ით გაიზარდა. მესამე პოზიციაზე ბაზის ბანკია, რომლის მოგებამ საანგარიშო პერიოდში 84.25 მილიონ ლარს გადააჭარბა და წლიურ ჭრილში შთამბეჭდავი, 42%-იანი ზრდა აჩვენა.

საერთო ჯამში, საქართველოში მოქმედი 19 ბანკიდან მოგება 15-მა დააფიქსირა, დარჩენილი 4 ბანკი კი ზარალზეა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი, 16.23 მილიონი ლარის ზარალი, სილქ ბანკმა განიცადა. წლის გასულ 7 თვეში თითქმის 11.5 მილიონი ლარით იზარალა ვითიბი ბანკმა, რომელსაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ქვეყანაში ოპერირება ფაქტობრივად შეჩერებული აქვს. თითქმის ₾7-მილიონიან ზარალზეა ჰეშბანკი, პეისერას ზარალი კი 1.38 მილიონ ლარს შეადგენს.

ქართული ბანკების მოგების/ზარალის მაჩვენებლები (2026 წლის 7 თვე):










































































































# ბანკი მოგება (მლნ ლარი)
1 საქართველოს ბანკი 1,118 მლნ ლარი
2 თი-ბი-სი ბანკი 815.7 მლნ ლარი
3 ბაზის ბანკი 84.2 მლნ ლარი
4 ლიბერთი ბანკი 67.3 მლნ ლარი
5 კრედო ბანკი 50 მლნ ლარი
6 პროკრედიტ ბანკი 21 მლნ ლარი
7 ქართუ ბანკი 20.7 მლნ ლარი
8 ტერა ბანკი 18 მლნ ლარი
9 ხალიკ ბანკი 14.3 მლნ ლარი
10 მიკრობანკი კრისტალი 9.4 მლნ ლარი
11 იშ ბანკ 8.7 მლნ ლარი
12 პეივბანკი 6.9 მლნ ლარი
13 ზირაათ ბანკი 5.4 მლნ ლარი
14 პაშაბანკი 4.8 მლნ ლარი
15 მიკრობანკი ემბისი 2 მლნ ლარი
16 პეისერა -1.4 მლნ ლარი
17 ჰეშბანკი -6.9 მლნ ლარი
18 ვი-თი-ბი ბანკი -11.5 მლნ ლარი
19 სილქ ბანკი -16.2 მლნ ლარი