ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს გარდაქმნის, ფინანსებიდან დაწყებული ეროვნული თავდაცვით დამთავრებული. ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიები კი, მოთხოვნის მატების პარალელურად, უფრო სწრაფად იზრდებიან.

გთავაზობთ CNBC-ის ყოველწლიური სიის მიხედვით 2025 წლის 10 ყველაზე რევოლუციურ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ჩამონათვალში შედის კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ინვესტიციას იზიდავენ და განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ, რადგან ისინი ხელოვნური ინტელექტის მომავალს ქმნიან.

აღსანიშნავია, რომ სიაში შემავალი ხუთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის - Anduril-ის, OpenAI-ის, Databricks-ის, Anthropic-ისა და Canva-ს - ჯამური ღირებულება თითქმის 500 მილიარდ დოლარს შეადგენს. მხოლოდ OpenAI-ის ღირებულება, 40 მილიარდი დოლარის რეკორდული ფანდრაიზინგის რაუნდის შემდეგ, 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, AI-ის მრავალ სფეროში იყენებენ. მაგალითად, Anduril-ი ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე დრონებს ქმნის, ხოლო Canva მილიონობით ადამიანს გრაფიკული დიზაინის გასამარტივებლად საკუთარ AI-პლატფორმას სთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი AI-კომპანიების უმეტესობა აშშ-შია თავმოყრილი, ამ სფეროს ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორიცაა Canva (ავსტრალია) და Revolut-ი (დიდი ბრიტანეთი) შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაა დაფუძნებული. ისინი ხელოვნური ინტელექტის გლობალურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. Octopus Energy, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კიდევ ერთი წამყვანი ფირმა, ხელოვნურ ინტელექტს ელექტროენერგიის განაწილების ოპტიმიზაციისთვის იყენებს.

2025 წლის 10 წამყვანი კომპანია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით:




















































































კომპანია ქვეყანა ტექნოლოგიური აღწერა შეფასება
Anduril აშშ ქმნის და ტესტავს დრონებს აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის $31 მლრდ
OpenAI აშშ ChatGPT-ის, DALL·E 3-ისა და Sora-ს შემქმნელი $300 მლრდ
Databricks აშშ აწყობს და აანალიზებს მონაცემებს ღრუბლოვან სისტემაში $62 მლრდ
Anthropic აშშ ქმნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ AI-ს, როგორიცაა Claude $62 მლრდ
Canva ავსტრალია იძლევა ყოველდღიურად მილიონობით დიზაინის შექმნის შესაძლებლობას $32 მლრდ
Ramp აშშ საკრედიტო ბარათებისა და გადასახადების მართვა ხელოვნური ინტელექტით $13 მლრდ
Flock Safety აშშ სამეთვალყურეო AI-ტექნოლოგიები $8 მლრდ
AlphaSense აშშ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს დოკუმენტებიდან ინფორმაციის მისაღებად $4 მლრდ
Octopus Energy დიდი ბრიტანეთი დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ენერგომომწოდებელი AI-პლატფორმით $9 მლრდ
Stripe აშშ გადახდების ბექ-ოფისის ინფრასტრუქტურა კომპანიებისთვის $96 მლრდ
Revolut დიდი ბრიტანეთი ციფრული ბანკინგი 50 მილიონზე მეტი მომხმარებლით $45 მლრდ
Thrive Market აშშ საკვების ონლაინმაღაზია 1.6 მილიონზე მეტი გადამხდელი წევრით მიუწვდომელია