ფოტო: marshac.co

 

ამერიკულმა Forbes-მა შემოსავლების მიხედვით აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2025 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, ამერიკის ყველაზე დიდი კერძო კომპანია Cargill-ია, რომლის წლიური შემოსავალი 154 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ჩამორჩება Amazon-ის $717-მილიარდიან შემოსავალს, Cargill-ის გაყიდვები მაინც აღემატება არაერთი ცნობილი საჯარო კომპანიის ფინანსურ შედეგებს.

1865 წელს დაარსებული Cargill-ი დღემდე კერძო საკუთრებაშია. კომპანია მინესოტაშია დაფუძნებული და მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, მათ შორის მარცვლეულის, ხორცისა და პალმის ზეთის მიმართულებით.


კომპანიაში 150 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ხოლო მისი ოპერაციები 70 ქვეყანაზე ვრცელდება.


Cargill-ი აშშ-ის მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედს უზრუნველყოფს. ამასთან, კომპანია მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს ხორცპროდუქტების მწარმოებელს შორისაა და მასზე ამერიკაში წარმოებული ხორცის მეხუთედზე მეტი მოდის. 2026 წლის მდგომარეობით, კომპანიის 85%-ზე მეტ წილს კაგილ-მაკმილანის ოჯახი ფლობს.


რეიტინგში კვებისა და სასურსათო ბიზნესების უპირატესობა აშკარად იგრძნობა. ტოპ-15 კომპანიიდან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სექტორში ოპერირებს.


მათ შორისაა Mars-ი, რომლის წლიური შემოსავალი 55 მილიარდ დოლარს აღწევს. კომპანია ცნობილია ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Snickers-ი, M&M's-ი და Skittles-ი. გარდა ამისა, იგი შინაური ცხოველების საკვების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელიცაა.


უმსხვილეს კერძო კომპანიებს შორის შემოსავლით მოწინავე პოზიციებს იკავებენ ასევე Publix Super Markets-ი ($59.7 მილიარდი დოლარი), H-E-B Grocery Company ($49.6 მილიარდი), Reyes Holdings-ი ($44 მილიარდი), Southern Glazer's Wine & Spirits-ი ($25 მილიარდი), Gordon Food Service-ი ($23 მილიარდი) და Meijer-ი ($22 მილიარდი).

# კომპანია ინდუსტრია წლიური შემოსავალი (მლრდ, $)
1 Cargill კვება და სასმელი 154
2 Koch დივერსიფიცირებული კონგლომერატი 125
3 Publix Super Markets სასურსათო საცალო ვაჭრობა 59.7
4 Mars კვება და სასმელი 55
5 H-E-B Grocery Company სასურსათო საცალო ვაჭრობა 49.6
6 Reyes Holdings საკვები, სასმელი და თამბაქო 44
7 Enterprise Mobility სერვისები 38
8 Fidelity Investments ფინანსური მომსახურება 32.7
9 Southern Glazer's Wine & Spirits საკვები, სასმელი და თამბაქო 25
10 Cox Enterprises მედია 23.5
11 Bechtel მშენებლობა 23
12 Gordon Food Service საკვები, სასმელი და თამბაქო 23
13 JM Family Enterprises სამომხმარებლო საქონელი 22.8
14 Meijer სასურსათო საცალო ვაჭრობა 22
15 Love's Travel Stops & Country Stores ავტოგასამართი და მაღაზიების ქსელი 21.6