საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.8%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 12.8% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 12.8%-ით გაძვირდა.

აპრილში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული  - 9%, ზეთი - 7.4%, პური - 4.7%, ყავა, ჩაი - 4.1%, ხილი - 3.2%, საწვავი - 3.9%, ფეხსაცმელი - 9.5%,

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ტრანსპორტი (საწვავის ჩათვლით) გაძვირდა - 22.4%-ით, სურსათი - 21.3%-ით, სასტუმროებისა და კაფეების მომსახურება - 12.5%-ით, საოჯახო ნივთები - 10.1%-ით.

სურსათიდან ყველაზე მეტად ბოსტნეული გაძვირდა - 46%-ით, პური 29%-ით გაძვირდა, ზეთი - 21%-ით, შაქარი - 19%-ით, რძე, ყველი და კვერცხი - 18%-ით.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

წყარო: საქსტატი