აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 75-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.

24-26 მაისს, სალონიკში, აქსელის დელეგაცია დაესწრო ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (EBAN) 2023 წლის კონგრესს. საქართველოში კი, აქსელის გუნდი ორი კარგი ამბით დაბრუნდა:


  • აქსელმა გაიმარჯვა ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელების კონკურსში და “Best Performing New EBAN Member” გახდა.

  • აქსელის პორტფოლიო სტარტაპი — Agronnect კი EBAN-ის რჩეული და ფიჩინგ კონკურსის გამარჯვებულია.


“საქართველოს სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემა ევროპულ რუკაზე ასე ინიშნება. ორივე გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკოსისტემის განვითარებისთვის.” — ამბობს ირო ცაგარეიშვილი, აქსელის მმართველი დირექტორი.


Agronnect-ის შესახებ


Agronnect-ში ინვესტიცია აქსელის წევრებმა 8 თვის წინ განახორციელეს, ახლა კი, როგორც პორტფოლიო სტარტაპი, ანგელოზი ინვესტორების ყველაზე მასშტაბური კონგრესის გამარჯვებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ აგრონექტი 100-ზე მეტი ევროპული საინვესტიციო ორგანიზაციის ყურადღების ქვეშაა.

აგ­რო­ნექ­ტი არის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ფერ­მე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, დის­ტან­ცი­უ­რად, ონ­ლა­ინ და­ი­ქი­რა­ონ წამ­ყვა­ნი აგ­რო­ნო­მე­ბი მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან. აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნა­ში, გარ­და ქარ­თუ­ლი გუნ­დი­სა, მსოფ­ლი­ოს ათამ­დე სხვა­დას­ხვა აგ­რო­ნო­მი­უ­ლი კომ­პა­ნი­ა­ა ჩარ­თუ­ლი და სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით მო­ხერ­ხდა ზუს­ტი პრო­ტო­კო­ლის გა­წე­რა. აპ­ლი­კა­ცი­ის მი­ზა­ნია, აღ­მო­ფხვრას აგ­რო­ნომი­ულ ცოდ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პრობ­ლე­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და ფერ­მერს გა­უხ­სნას გზა, მი­ი­ღოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცია. S

გამოიწერეთ აქსელის სოციალური მედიის ანგარიშები: