2017 წლის პირველ 3 კვარტალში (იანვარ-სექტემბერში) ქართული კომერციული ბანკებიდან ყველაზე მეტი წმინდა მოგება საქართველოს ბანკმა მიიღო. საანგარიშო პერიოდი ზარალით მხოლოდ ერთმა ბანკმა, სილქროუდ ბანკმა დაასრულა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით ბანკების მოგება წლის მესამე კვარტალში შემდეგი იყო:
საქართველოს ბანკი - 286 710 388 ლარი
თიბისი ბანკი - 213 511 033 ლარი
ლიბერთი ბანკი - 34 537 504 ლარი
ვითიბი ბანკი ჯორჯია - 15 759 720 ლარი
პროკრედიტ ბანკი - 13 712 683 ლარი
ქართუ ბანკი - 11 776 017 ლარი
ტერაბანკი - 10 670 224 ლარი
კრედო ბანკი - 10 154 535 ლარი
ხალიკ ბანკი საქართველო - 9 206 411 ლარი
პაშა ბანკი საქართველო - 4 126 190 ლარი
იშ ბანკი საქართველო - 2 612 263 ლარი
ფინკა ბანკი საქართველო - 1 330 280 ლარი
ზირაათ ბანკი საქართველო - 828 465 ლარი
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო - 41 107 ლარი
სილქ როუდ ბანკი - -338 827 ლარი
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში არ არის მითითებული ბაზისბანკის მონაცემები.
