ბათუმში უძრავ ქონებას სულ უფრო ბევრი უცხოელი ყიდულობს. TBC ბანკის კვლევის მიხედვით, თუკი გაყიდულ საცხოვრებლებს შორის უცხოელების წილი 2015 წელს მხოლოდ 14% იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა.
განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე ხშირად ბათუმში უძრავ ქონებას უკრაინელები და რუსები ყიდულობენ.
კერძოდ, 2015 წლიდან 2018 წლის პერიოდის ჩათვლით უცხოელებზე ტრანზაქციების 31% მოდიოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი კი შემდეგნაირად ნაწილდება:
- უკრაინა - 8.4%
- რუსეთი - 8.2%
- აზია/წყნარი ოკეანეთი - 3%
- სხვა - 2.8%
- ისრაელი - 2.4%
- ევროპა - 2.3%
- თურქეთი - 1.5%
- სომხეთი - 1%
- ირანი - 0.9%
- აზერბაიჯანი - 0.4%

