Microsoft-ის დამფუძნებელი, ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ინტერვიუებში არ მალავს, რომ წაკითხულთაგან მისთვის „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი“ წიგნი ჰანს როსლინგის ნაშრომია, სახელად - „ფაქტები: 10 მიზეზი, რომ სამყაროსთან დაკავშირებით ვცდებით და ზოგი რამ იმაზე უკეთაა, ვიდრე ვფიქრობთ“.
წიგნი ძირითადად სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, რათა დასაბუთდეს, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის წყალობით მსოფლიო უმჯობესდება. ამავეს ახსნას ცდილობს ჰანს როსლინგი TED Talks-შიც, რომლის სტუმარიც ის არაერთხელ იყო. აღმოჩნდა, რომ ბილ გეიტსის რჩეული გამოსვლები სწორედ როსლინგს ეკუთვნის. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
საუკეთესო სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ოდესმე გინახავთ
https://youtu.be/hVimVzgtD6w
როგორ არ უნდა იყოთ უმეცრები სამყაროსთან დაკავშირებით.
https://youtu.be/Sm5xF-UYgdg
მსოფლიო პოპულაციის ზრდა
https://youtu.be/fTznEIZRkLg
რელიგია და ბავშვები
https://youtu.be/ezVk1ahRF78
რატომ არ გადააჭარბებს მსოფლიო მოსახლეობა 11 მილიარდს
https://youtu.be/2LyzBoHo5EI
მაგიური სარეცხი მანქანა
https://youtu.be/BZoKfap4g4w
სიღარიბის ახალი გაგება
https://youtu.be/YpKbO6O3O3M
აზიის აღმასვლა: როგორ და როდის
https://youtu.be/fiK5-oAaeUs
მითების მდინარე
https://youtu.be/lYpX4l2UeZg
