Forbes.ge
Forbes.ge
"Forbes Georgi-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“.

როგორ გამდიდრდა "ჰილტონი“?

580

როგორ გამდიდრდა “ჰილტონი“?

“ჰილტონის“ სასტუმროების ქსელი შემოსავლებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, მხოლოდ “მერიოტს“ ჩამორჩება. 2019 წელს “ჰილტონის“ ბრენდის მფლობელმა კომპანია “Hilton Worldwide Holdings Inc“-მა, 9 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანიის აქტივები 14 მილიარდი დოლარი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 30 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 169 ათასი ადამინია.

სასტმრო “ჰილტონის“ ისტორია 1919 წლიდან იწყება, როდესაც ამერიკელმა ბიზნესმენმა კონრად ჰილტონმა ტეხასში, 40 ნომრიანი სასტუმრო “მობლი“ იყიდა. კონრადი ამ დროს 32 წლის იყო და სასტუმროების ბიზნესში მცირე გამოცდილება ჰქონდა. ოჯახის საკუთრებაში არსებული მაღაზია გადააკეთა 10 ნომრიან სასტუმროდ.  ამ პერიოდში, ტეხასში სასტუმროებზე დიდი მოთხოვნა იყო, ერთ ნომერში, დღეში 2-3 კლიენტიც კი შედიოდა. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასადილო ფართებიც კი სასტუმროს ნომრებად გადააკეთა. 2020 წელს, უკვე მეორე სასტუმრო იყიდა, 1924 წლამდე კიდევ რამდენიმე სასტუმრო შემატა ბიზნესს და მისი ნომრების საერთო რაოდენობამ, 350-ს მიაღწია.

“ჰილტონის“ სახელით პირველი სასტუმრო 1925 წელს გახსნა “დალას ჰილტონი“, სადაც 300 ნომერი იყო. მომდევნო წელში “ჰილტონის“ კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნა, მაგრამ ყველა ტეხასის შტატში. 1930-იანი წლების “დიდი დეპრესია“ სასტუმროების ბიზნესს მკაცრად შეეხო. ჰილტონს რამდენიმე სასტუმროს დაკეტვა მოუწია, ბოლოს კი გაყიდვა. თუმცა სასტუმროების ახალმა მფლობელმა ის ქსელის მმართველად დაიქირავა.

ჰილტონმა, სასტუმროების თანდათანობით გამოსყიდვა დაიწყო და 1943 წლისთვის სრულად დაიბრუნა. პირველი “ჰილტონის“ სასტუმრო ტეხას გარეთ 1939 წელს გახსნა, ნიუ მექსიკოს შტატში. 1943 წელს, ნიუ იორკში ორი დიდი სასტუმრო “რუზველტი“ და “პლაზა“ შეისყიდა, 1949 წელს კი “ვალდორფ ასტორია“. 1946 წელს, კომპანიამ აქციების ნიუ იორკის საფონდი ბირჟაზე გაყიდვა დაიწყო. 1947 წელს, სასტუმრო “რუზველტი“ გახდა პირველი მსოფლიოში, სადაც ნომრებში ტელევიზორები იყო განთავსებული. 1949 წელს პირველი სასტუმრო გახსნა ამერიკის გარეთ, კონკრეტულად პუერტო რიკოში. 1953 წელს კი პირველი სასტუმრო ევროპაში, ქალაქ მადრიდში.

1950-1960-იან წლებში “ჰილტონი“ ყველაზე დიდი და მაღალშემოსავლიანი სასტუმროების ქსელი იყო. 1954 წელს, კონკურენტი კომპანია “Hotels Statler Company“ შეისყიდა 111 მლნ დოლარად. ეს გარიგება მსოფლიო მასშტაბით რეკორდულად მაღალი ღირებულების გახდა უძრავი ქონების სექტორში. 1955-ში დაჯავშნის მომსახურების ოფისი გახსნა, რომელიც ჰილტონის 118 სასტუმროს ემსახურებოდა. ამავე წელს მისი სასტუმროების ოთახების კონდენციონერებით აღჭურვა დაიწყო. 1960-იანი წლების ბოლოს, 40 სასტუმრო ჰქონდა ამერიკის გარეთ, ძირითადად ევროპის ქვეყნებში.

კონრად ჰილტონმა, კომპანია 1966 წლამდე მართა (შემდეგ შვილმა გააგრძელა) და 1979 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროისთვის მისი ქონება 3.5 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენდა. მისი მუშაობის მთვარი პრინციპი იყო, რომ კლიენტს რაც შეიძლება მეტი მომსახურება უნდა მიეღო “უფასოდ“ სასტუმროში და რა პროდუქციაც დაჭირდებოდა, ყველაფერი ადგილზევე ეყიდა (ამიტომ დაიწყო სასტუმროებში მაღაზიების გახსნა).

კონრადის შვილმა, ბარონ ჰილტონმა მთავარი სიახლე სასტუმროებში, კაზინოების გახნა გახდა. ამ მიზნით მან თანამშრომლობა დაიწყო მსხვილ ბრიტანულ კომპანია “Ladbroke Group“-თან. ასევე, ბარონმა დაიწყო “ჰილტონის“ ფრანჩაიზინგის გაყიდვა. 1995 წლიდან “ჰილტონმა“ ინტერნეტით ნომრების დაჯავშნის სისტემა დანერგა.

2007 წელს ჰილტონების ოჯახისგან კომპანია საინვესტიციო ჯგუფმა “Blackstone“-მა იყიდა 26 მილიარდ დოლარად. 2016 წელს “ჰილტონმა“ მე-100 ქევყანა ჩადიში გახსნა სასტუმრო.

დღეს “Hilton Worldwide Holdings Inc“-ის “ჰილტონის“ და სხვა ბრენდების (ფრანჩაიზინგის ჩათვლით) 6,000-ზე მეტ სასტუმროს ფლობს, აქედან უშუალოდ “ჰილტონის“ ბრენდის, 584-ია (2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით).

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

ავტორის სხვა მასალა

[molongui_author_posts layout=preview post_types=blogs post_count=8 show_byline=no show_excerpt=no]