საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის იანვრის ქართული სამრეწველო საექსპორტო პრუდუქციის ფასების ინდექსი გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2016 წლის იანვარში, 2015 წლის იანვართან შედარებით, საქართველოს საექსპორტო პროდუქციის წარმოება 5.3%-ით გაძვირდა. მათ შორის, ყველაზე მეტად, 65%-ით გაძვირდა სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. ქიმიური წარმოება 45%-ით გაძვირდა, ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 23%-ით, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება 13.4%-ით გაძვირდა.

ჯგუფები

ერთი წელში გაძვირების დონე

სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება

65%

ქიმიური წარმოება

45%

ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა; საგამომცემლო საქმიანობა

32%

მანქანებისა და მოწყობილობების წარმოება

31%

ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება

23%

ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება

22%

ელექტრომოწყობილობების და ელექტრონულიმოწყობილობების წარმოება

17%

საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება

13%

რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება

10%

არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება

8%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

-4%

მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება

-18%

მრეწველობის სხვა დარგები

7%