ტაქსით მომსახურების სერვის კომპანია Bolt-ის ღირებულებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა - ინფორმაციას Techchrunch ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიამ, რომელიც მიმდინარე წლის მარტამდე Taxify-ის სახელით ოპერირებდა ბაზარზე დამატებით $67 მილიონის მოზიდვა შეძლო.

2018 წლის ფინანსური მაჩვენებლებით კი კომპანიის ღირებულება მილიარდს აჭარბებს.

ესტონური კომპანია ტალინში 2013 წელს დაფუძნდა და დღეს ის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საქართველოშიც.