ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანახმად, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის მიზეზით, ქუთაისი-ბარსელონის რეისი უკან, აეროპორტში დაეშვა.

"მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო", - წერია განცხადებაში.

ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.