თბილისში, Superteam Georgia-ს ორგანიზებით, წარმატებით ჩატარდა Solana Build Station Tbilisi — საქართველოში ყველაზე დიდი, 9-დღიანი Web3-ჰაკათონი, რომელიც Solana-ს გლობალური Colosseum Frontier-ჰაკათონის ფარგლებში გაიმართა. ჰაკათონის გლობალური საპრიზო ფონდი 2.5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ღონისძიების განმავლობაში ყოველდღიურად 45-50-მდე დეველოპერი, დიზაინერი, პროექტის დამფუძნებელი და Web3-სფეროს წარმომადგენელი მუშაობდა საკუთარ პროექტებზე, მენტორების მხარდაჭერითა და საერთო სამუშაო სივრცის ფორმატში.

Build Station Tbilisi-ის მხარდამჭერები იყვნენ წამყვანი ინსტიტუციური და ეკოსისტემური პარტნიორები — Bank of Georgia, Tether და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). პარტნიორები 9 დღის განმავლობაში მონაწილეებს სთავაზობდნენ მენტორინგს, პრაქტიკულ შეხვედრებსა და ინდუსტრიულ გამოცდილებას.

ღონისძიების მთავარი მედიაპარტნიორი იყო Forbes Georgia.

დასკვნითი დღე და გამარჯვებულები

Build Station Tbilisi-ის დასკვნით ეტაპზე გაიმართა პროექტების პრეზენტაცია, სადაც 30-მა გუნდმა საკუთარი პროქტები, რომლებიც Solana-ს ბლოკჩეინზე აშენდა, ჟიურის წინაშე წარადგინა.

Superteam Georgia-ს ადგილობრივი მიმართულების გამარჯვებულები:


  1. Ryvo — 5,000 USDG

  2. Uwill — 3,000 USDG

  3. Eventmesh — 2,000 USDG


Tether-ის მიმართულების გამარჯვებულები:

  1. Stellar — 5,000 USDT

  2. StableCorp — 3,000 USDT

  3. Novarite — 2,000 USDT



საღამო Weather Report Sky Bar-ში

ღონისძიების დასკვნითი დღის წინა საღამოს მონაწილეებისთვის, პარტნიორებისა და ეკოსისტემის წარმომადგენლებისთვის გაიმართა დახურული შეხვედრა Weather Report Sky Bar-ში.

შეხვედრამ ერთ სივრცეში გააერთიანა პროექტების დამფუძნებლები, ინვესტორები და Web3-ინდუსტრიის წარმომადგენლები, რაც ახალი თანამშრომლობებისა და პროფესიული კავშირების შექმნის შესაძლებლობა გახდა.


Superteam Georgia-ს შესახებ

Superteam Georgia არის Solana-ს ოფიციალური ჰაბი საქართველოში, რომელიც ადგილობრივ Web3-პროექტების შემქმნელებს ეხმარება განათლების, მენტორინგის, დაფინანსებისა და საერთაშორისო ეკოსისტემასთან კავშირების მიმართულებით.