CRRC საქართველოს ახალი კვლევით (Caucasus Barometer), ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა პროცენტული წილი 71%-ია, რაც 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2021 წელთან შედარებით.

ევროკავშირისგან განსხვავებით, 3%-ით შემცირდა ნატოში გაწევრების მხარდამჭერთა რაოდენობა და 57%-ს შეადგენს, ხოლო ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 7% უჭერს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხვის მონაწილეთა 69% მთავარ მტრად რუსეთს, ხოლო 24% მთავარ მეგობრად ამერიკას მიიჩნევს.

ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესების მაჩვენებლები ასეთია:


  • ძალიან აინტერესებს - 8%

  • აინტერესებს - 25%

  • ნაკლებად აინტერესებს - 39%

  • საერთოდ არ აინტერესებს - 26%

  • პასუხისგან თავს იკავებს - 2%


იკლებს რუსული ენის მცოდნეთა რიცხვი (81%) და იზრდება ინგლისურის მცოდნეთა რაოდენობა (46%).

სხვაგან ცხოვრების მიზნით ქვეყანას 45% დატოვებდა გარკვეული პერიოდით, 9% კი სამუდამოდ.

საბოლოო ჯამში, 75% ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი, 17%-ს მიაჩნია, რომ სიტუაცია არასდროს გამოსწორდება, ხოლო 8% პასუხისგან თავს იკავებს.

ცნობისთვის, CRRC საქართველოს 2024 წლის კვლევა 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1,509 ადამიანმა მიიღო.