დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, „Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს“ გამართავს. არ გამოტოვოთ ღონისძიება, სადაც სპიკერები მიმდინარე საინტერესო პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და სიახლეებზე მოგიყვებიან.

ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში შეძლებთ: https://bit.ly/3vB7y2a

Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს. ღონისძიების სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ისინი ისეთ თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა:


  • საქართველოს ბანკის მობილბანკის მომავალი

  • გადახდების მართვის მეთოდი ბიზნესისთვის

  • ბიზნესისთვის საჭირო სერვისები

  • ყიდვის ახალი გამოცდილება

  • ქართული ენის ტრანსფორმაცია

  • სწრაფი და მოქნილი პლატფორმა ციფრული პროდუქტებისთვის და სხვა.


ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3w2IGzh