სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  580.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს 2024 წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 12%-ით ნაკლებია.

ამავდროულად, სააქციო კაპიტალმა 123.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3%-ია. რაც შეეხება რეინვესტიციას, აღნიშნული მაჩვენებელი 466.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. მისი წილი მთლიან ინვესტიციებში 80.4%-ს შეადგენს.

წყარო: საქსტატი

II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა – 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8%-ია. ამავე კუთხით, მეორე ადგილს მეზობელი თურქეთი იკავებს – 54.0 მლნ. აშშ დოლარით (9.3%), ხოლო მესამე პოზიციაზე ჩეხეთის რესპუბლიკაა – 38.3 მლნ. აშშ დოლარით (6.6%). მათი ჯამური წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7%-ს უტოლდება.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა – 327.2 მლნ. აშშ დოლარი. ეს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია – 66.4 მლნ. აშშ დოლარით (11.4%), ხოლო მესამეზე ენერგეტიკის სექტორი – 54.4 მლნ. აშშ დოლარით (9.4%). ამ სექტორების ჯამური წილი 77.2%-ს უტოლდება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით — 2025 II კვარტალი (მლნ. აშშ დოლარი):



























































სექტორი 2025 II კვ.
სულ 580.1
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 327.2
უძრავი ქონება 66.4
ენერგეტიკა 54.4
ტრანსპორტი 41.8
დამამუშავებელი მრეწველობა 41.6
სასტუმროები და რესტორნები 16.6
მშენებლობა 13.3
ვაჭრობა 6.5
ადმინისტრაციული საქმიანობები 5.9
ხელოვნება, გართობა და დასვენება 4.4
დანარჩენი სექტორები 2.1



წყარო: საქსტატი