2017 წელი პირველი წელი იყო, როდესაც ელექტროავტომობილების ექსპორტი სტატისტიკურად ცალკე აღირიცხა და მისმა მსოფლიო ჯამურმა ექსპორტმა 8.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ავტომობილების მთლიან ექსპორტში ელექტრო ავტომობილების წილი 1.1% იყო.

მსოფლიო ექსპორტის 39% (3.3 მილიარდი დოლარი) აშშ-ზე მოდის. მეორე ადგილზე გერმანიაა 1.6 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდებია 1.3 მილიარდი დოლარით.

ელექტროავტომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიებია: ტესლა, ფორდი, ჯენერალ მოტორსი (აშშ), ბმვ, დაიმლერი, ვოლკსვაგენი (გერმანია), ნისანი, ტოიოტა (იაპონია), რენო, პსა ჯგუფი (საფრანგეთი), ბიდ ავტო (ჩინეთი).

ცხრილი: ელექტროავტომობილების ექსპორტიოტი ტოპ-10 ქვეყანა, 2017 წელი

 

ქვეყანა

მილიონი დოლარი

1

აშშ

3300

2

გერმანია

1600

3

ნიდერლანდები

1300

4

იაპონია

598

5

საფრანგეთი

533

6

სამხრეთ კორეა

421

7

ბელგია

172

8

ესპანეთი

114

9

ჩინეთი

110

10

გაერთიანებული სამეფო

105

წყარო: The World Factbook