2018 წელს ქართველი მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება შენგენის წევრ ქვეყნებს შორის გერმანია იყო.

ერთ წელში გერმანიაში 83 068 ქართველი გაემგზავრა. საზღვრის კვეთაზე უარი კი 271-ს უთხრეს. წლიურად ყველაზე მეტ ქართველს უარი შესვლაზე იტალიამ უთხრა. კერძოდ, 341 პირს.

ევროკავშირის ქვეყნებიდან, ყველაზე ნაკლები ქართველი სამოგზაუროდ ისლანდიაში დადის, სადაც 1 წელში 83 ქართველი გაემგზავრა ოთხს კი შესვლაზე უარი ეთქვა.

შენგენის წევრი 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა შემდეგია: 

გერმანია

გაემგზავრა - 83 068

უარი ეთქვა - 271 

იტალია

გაემგზავრა - 55 047

უარი ეთქვა - 341 

საბერძნეთი

გაემგზავრა - 41 573

უარი ეთქვა - 147 

ესპანეთი

გაემგზავრა - 30 622

უარი ეთქვა - 111

საფრანგეთი

გაემგზავრა - 30 214

უარი ეთქვა - 150

პოლონეთი

გაემგზავრა - 28 524

უარი ეთქვა - 186

უნგრეთი

გაემგზავრა - 15 254

უარი ეთქვა - 136 

ჩეხეთი

გაემგზავრა - 12 016

უარი ეთქვა - 10 

კვიპროსი

გაემგზავრა - 11 001

უარი ეთქვა - 316 

ავსტრია

გაემგზავრა - 11 836

უარი ეთქვა - 7