BestBrokers.com-ის ანგარიშის მიხედვით, ევროპის მასშტაბით სახლის შეძენა ყველაზე ხელმისაწვდომი დანიაშია. ამის დასადგენად სახლების ფასი ადგილობრივების საშუალო შემოსავალს შეადარეს. კერძოდ, დანიაში 100 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი 114 წმინდა თვიურ ხელფასს უდრის.

აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, 2023 წელს დანიამ ევროკავშირში ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყნის სტატუსი მიიღო. ევროსტატის მიხედვით, იქ საქონლისა და მომსახურების ფასები 43%-ით მეტი იყო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე. საშუალო წლიური შემოსავლით კი ის ევროპაში მეშვიდე ადგილზეა.

ანგარიშის მიხედვით, რომელშიც ევროპის 34 ქვეყანაა განხილული, დანიის შემდეგ სახლის შეძენა ადგილობრივებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ირლანდიასა და შვედეთშია, შესაბამისად, 123 და 129 წმინდა თვიური ხელფასით (100 კვ.მ ფართობის სახლი). ეს დაახლოებით 10 წლის წლიურ ხელფასს უტოლდება.

ჩამონათვალში ბოლო ადგილზე ჩეხეთი და სლოვაკეთია. ამ უკანასკნელში 100 კვადრატული მეტრი სახლის საშუალო ფასი 297 საშუალო თვიურ ხელფასს უდრის, რომლის შოვნაც თითქმის 25 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

რამდენი თვიური ხელფასია საჭირო ევროპაში 100 კვ.მ სახლის შესაძენად?


  1. დანია 114

  2. ირლანდია 123

  3. შვედეთი 129

  4. ესპანეთი 132

  5. ბელგია 132

  6. კვიპროსი 139

  7. ნორვეგია 140

  8. ნიდერლანდები 154

  9. ლატვია 159

  10. რუმინეთი 173

  11. ავსტრია 178

  12. იტალია 184

  13. გერმანია 185

  14. ფინეთი 186

  15. საფრანგეთი 197

  16. ბულგარეთი 199

  17. გაერთიანებული სამეფო 202

  18. ესტონეთი 208

  19. ჩრდილოეთ მაკედონია 215

  20. უნგრეთი 226

  21. ლიეტუვა 226

  22. საბერძნეთი 228

  23. მალტა 232

  24. მოლდოვა 233

  25. პორტუგალია 234

  26. ხორვატია 238

  27. პოლონეთი 242

  28. შვეიცარია 243

  29. ლუქსემბურგი 246

  30. ბოსნია და ჰერცეგოვინა 255

  31. მონტენეგრო 256

  32. სლოვენია 261

  33. ჩეხეთის რესპუბლიკა 274

  34. სლოვაკეთი 297