Forbes-მა 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის წლევანდელი რეიტინგი მოიცავს გასული წლის 30 ოქტომბრიდან 2021 წლის 30 ოქტომბრამდე, გაყიდვებიდან, სტრიმინგებიდან და ლიცენზირების გარიგებებიდან მიღებულ შემოსავლებს. Forbes-ის რეიტინგის ცამეტი წარმომადგენლის საერთო ქონება კი $1 მილიარდს უტოლდება.

„ჩარლი და შოკოლადის ქარხნის“ ავტორი როალდ დალი, $513-მილიონიანი ქონებით გამოცემის რეიტინგის სათავეშია. სექტემბერში დალის გარდაცვალებიდან 31 წლის შემდგომ, Netflix-მა Roald Dahl Story Company-ის $684 მილიონი გადაუხადა. 2018 წელს კომპანიასა და უმსხვილეს სტრიმინგპლატფორმას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდგომ, Netflix-ი სრულად აკონტროლებს დალის 300 მილიონზე მეტ წიგნს, რომელთაც კინოსალაროებში $1 მილიარდზე მეტის მოგება მიიღეს. დალის ნაწარმოებებზე დაყრდნობით, კომპანია ვიდეოთამაშების, ცოცხალი თეატრისა და სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტის შექმნას გეგმავს.

Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილს $120-მილიონით   პრინსი იკავებს. მისი შთამომავლების მხრიდან, მომღერლის ქონების 43%-ის გაყიდვის შემდგომ, რაც მისი ჰიტების კატალოგსაც მოიცავს, Prince-ის ქონება $108 მილიონით გაიზარდა და მან რეიტინგში მეათიდან მეორე პოზიციაზე გადმოინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილი $75 მილიონით, რეიტინგის ბოლო 7 წლის ლიდერმა, მაიკლ ჯექსონმა დაიკავა. მომღერალი Forbes-ის რეიტინგის ლიდერობას ზედიზედ 2013-2020 წლებში არ თმობდა. რეიტინგის ხუთეულს $40 მილიონით Peanuts-ის შემქმნელი ჩარლზ შულცი და $35 მილიონით „როგორ მოიპარა გრინჩმა შობის“ ავტორი დოქტორი სიუზი ასრულებენ.

Forbes-ის 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:


  1. როალდ დალი - $513 მილიონი.

  2. Prince - $120 მილიონი.

  3. მაიკლ ჯექსონი - $75 მილიონი.

  4. ჩარლზ შულცი - $40 მილიონი.

  5. დოქტორი სიუზი - $35 მილიონი.

  6. ბინგ კროსბი - $33 მილიონი.

  7. ელვის პრესლი - $30 მილიონი.

  8. არნოლდ პალმერი - $27 მილიონი.

  9. გერი გოფინი - $23 მილიონი.

  10. ლუთერ ვანდორსი - $21 მილიონი.

  11. ბობ მარლი - $16 მილიონი.

  12. JUICE WRLD - $15 მილიონი.

  13. ჯონ ლენონი - $12 მილიონი.