Forbes-ის ვერსიით, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.9 მილიარდს შეადგენს. პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ბოლო რეიტინგის მიხედვით, ივანიშვილის ქონება $300 მილიონით ნაკლები - 4.6 მილიარდი დოლარი იყო. გასული წლის მარტის შემდეგ გამოცემამ ივანიშვილის ქონება პირველად დააკორექტირა. ამჟამად Forbes-ის სიაში მოხვედრილი ერთადერთი ქართველი ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 373-ე ადგილზეა. გასული წლის მარტში კი, როდესაც 2018 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების სია გამოქვეყნდა, ივანიშვილი 456-ე ადგილს იკავებდა.
ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის ღირებულება წლების მიხედვით შემდეგნაირად იცვლებოდა:
2009 წ - $3.2 მილიარდი
2010 წ - $4.8 მილიარდი
2011 წ - $5.5 მილიარდი
2012 წ - $6.4 მილიარდი
2013 წ - $5.3 მილიარდი
2014 წ - $5.2 მილიარდი
2015 წ - $5.2 მილიარდი
2016 წ - $4.8 მილიარდი
2017 წ - $4.5 მილიარდი
2018 წ - $4.6 მილიარდი
