„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გლობალურ სამუშაო ძალაში გენდერული ნიშნით დისბალანსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ორგანიზაციის ანგარიშით, მსოფლიო მასშტაბით, ქალთა ნახევარზე ნაკლები, მხოლოდ 47%-ია დასაქმებული, როდესაც მამაკაცთა შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი 72%-ს უტოლდება. თუმცა ქალთა დასაქმების შემთხვევაშიც, მათი ანაზღაურება და სამუშაოს ხარისხი ბევრად ჩამოუვარდება საპირისპირო სქესისას.

მიუხედავად ამისა, CMP Research-ის თანადამფუძნებელი ნიკოლ კაილი სამუშაო  ძალაში ქალების მომავალს შედარებით ოპტიმისტურად აფასებს. განსაკუთრებით კი პანდემიის შემდეგ, რადგან თანამდებობების დატოვების ნაცვლად, ქალები, რომლებიც ძირითადი სამუშაო ასაკის არიან, სამუშაო ბაზარს სტაბილური ტემპით უბრუნდებიან. პარალელურად კი უკვე ბევრი კომპანია აცნობიერებს, რომ ქალი ტალანტების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის მათთვის ისეთი ბენეფიტების შეთავაზებაა მნიშვნელოვანი, როგორიცაა მოქნილი სამუშაო გრაფიკი, უნარების განვითარების პროგრამები, ოჯახური შვებულებები და მისია, რომელიც ქალთა განვითარებას ეხმიანება.

Forbes-მა ბაზრის კვლევით კომპანია Statista-სთან ერთად გამოავლინა მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან ქალთა საკითხების მიმართ მხარდაჭერით როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რეიტინგი შედგენილია 37 ქვეყანაში 70,000 ქალის გამოკითხვის საფუძველზე. მონაწილეებს სთხოვდნენ, შეეფასებინათ მათი დამსაქმებლები ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა სამართლიანი ანაზღაურება, დასაქმებული მშობლების ხელშეწყობა, თანამშრომელთა დისკრიმინაციის შემთხვევების მართვისა და ქალთა კარიერული განვითარების შესაძლებლობები.

Statista ასევე დაინტერესდა კომპანიების მხრიდან გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციისთვის მათი პლატფორმისა და მარკეტინგული გზავნილების გამოყენებით. კომპანიები ასევე შეფასდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების პროცენტული მაჩვენებლით.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ისა და Statista-ს მიერ შედგენილი ერთობლივი რეიტინგის წამყვანი ოცი კომპანიიდან ნახევარზე მეტი ევროპის რეგიონშია წარმოდგენილი, შემდგომ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები 8 კომპანიით. საერთო ჯამში, გამოკითხულთა შეფასებებზე დაყრდნობითა და მინიჭებული ქულების გაერთიანებით, Forbes-მა ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც დასაქმებული ქალების ხელშეწყობით ყველაზე მეტად გამოირჩევიან.

 


































































































































კომპანია ინდუსტრია ქვეყანა დასაქმებულთა რაოდენობა
MAIF დაზღვევა საფრანგეთი 9,327
Estée Lauder Companies შეფუთული საქონელი აშშ 62,500
SAP IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა გერმანია 111,961
Clorox საცალო და საბითუმო ვაჭრობა აშშ 9,000
Marriott International მოგზაურობა & დასვენება აშშ 377,000
Marks & Spencer საცალო და საბითუმო ვაჭრობა გაერთიანებული სამეფო 72,316
H&M - Hennes & Mauritz ტანისამოსი, ფეხსაცმელი, სპორტული აღჭურვილობა შვედეთი 106,522
Intersport საცალო და საბითუმო ვაჭრობა შვეიცარია 100,000
Microsoft IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა აშშ 221,000
Adidas ტანისამოსი, ფეხსაცმელი, სპორტული აღჭურვილობა გერმანია 59,258
Netflix მედია & რეკლამირება აშშ 12,800
Aviva დაზღვევა გაერთიანებული სამეფო 22,000
AptarGroup შეფუთული საქონელი აშშ 13,500
Starbucks რესტორნები აშშ 402,000
L'Oréal შეფუთული საქონელი საფრანგეთი 87,400
SNCF ტრანსპორტირება და ლოგისტიკა საფრანგეთი 276,000
Unilever შეფუთული საქონელი გაერთიანებული სამეფო 127,000
Capita ბიზნესსერვისები & მიწოდება გაერთიანებული სამეფო 50,000
Coca-Cola საკვები, სასმელები, თამბაქო აშშ 700,000
TD Bank Group ბანკინგი და ფინანსები კანადა 95,000