გაიგეთ, რას იხილავთ Forbes Georgia-ს 2025 წლის ოქტომბრის ნომერში:
◾ ყდაზე | 30-წლიანი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ | ავტორი: ანინა ტეფნაძე
ყველა დიდ კომპანიას აქვს ლეგენდა: „თეგეტას” ლეგენდა 1995 წელს „იკარუსის” სათადარიგო ნაწილებით დატვირთულ Volkswagen-ის ფურგონში იწყება. თემურ კოხოძემ 8-დღიანი მოგზაურობის დროს უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი გადაკვეთა, რათა სრული კოლაფსის ზღვარზე მყოფ საქართველოში პატარა მაღაზია გაეხსნა. სამი ათწლეულის მანძილზე ეს მცირე წამოწყება საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტად იქცა — 300-ზე მეტი გლობალური ბრენდით, 3000-მდე თანამშრომლითა და რამდენიმე კონტინენტზე გაშლილი ოპერაციებით.
ნომერში ასევე წაიკითხავთ:
რეიტინგი
◾ საქართველოს ყველაზე მოგებიანი ავტომოვაჭრეები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკუთარი ავტოწარმოება არ გააჩნია, ავტომობილები ერთ-ერთი მსხვილი საიმპორტო და საექსპორტო საქონელია. ბოლო პერიოდში მთლიანი იმპორტის 15%-ს სწორედ მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, აქედან ნახევარზე მეტი რეექსპორტია, რაც ჯამური ექსპორტის 36%-ია.
წარმოგიდგენთ 2022-2023 წლების მიხედვით, ყველაზე მოგებიანი ავტომობილებით მოვაჭრე კომპანიების ათეულს.
◾ ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანიები
საქართველოში უძრავი ქონების სექტორი ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წილი მთლიან ეკონომიკაში საშუალოდ 9.5%-ია. სექტორის საქმიანობა ძირითადად სავაჭრო მოლებში და ბაზრობებზე მართვას – კომერციული ფართების გაქირავებს მოიცავს. 2023 წლის მდგომარეობით, აღნიშნულ სექტორში ყველაზე მსხვილი ათი კომპანიის ჯამური ღირებულება ორი მილიარდი ლარი იყო.
◾ რომელი მუნიციპალიტეტების მერიები და საკრებულოები ასაქმებენ ყველაზე მეტ ადამიანს?
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 64 მუნიციპალიტეტია, რომელთა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში 11 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. სწორედ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მოიხსენიებენ ბიუროკრატიად, რომელიც ძირითადად მერიებსა და საკრებულოებში დასაქმებულ ადამიანებს მოიცავს.
◾ საქართველოს მდიდარი და ღარიბი მუნიციპალიტეტები
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვევით, ანუ დღეში 8.30 დოლარზე ნაკლები ხარჯით საქართველოს მოსახლეობის 48% ცხოვრობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 9.4% ცხოვრობს, რაც დაახლოებით 350 ათასი ადამიანია. საქართველოში არსებულ სიღარიბის მაღალ დონეს კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ქვეყნის რეგიონები და მუნიციპალიტეტები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ეკონომიკური განვითარებისა და შემოსავლების დონით. ამ სხვაობის შერბილებას სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის გადანაწილებით ცდილობს.
რეპორტაჟი
◾ Forbes Georgia-მ და Caspian Energy Club-მა ბათუმში კასპიის ენერგეტიკულ ფორუმს უმასპინძლეს | ავტორი: ანინა ტეფნაძე
4 სექტემბერს, Forbes Georgia-სა და Caspian Energy Club-ის ორგანიზებით, Hilton Batumi-ში კასპიის მე-13 ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა. ფორუმმა აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და შავი ზღვის რეგიონიდან 100-ზე მეტ მაღალი რანგის სტუმარს მოუყარა თავი.
მოსაზრება
◾რატომ ჩაფლავდა, ტრამპის თაოსნობით, დასავლეთის რუსეთთან მორიგების მცდელობები? | ავტორი: გიორგი ცხადაია
