30 ნოემბერს, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ბიზნესგამოცემამ, Forbes Georgia-მ, 30-წლამდელთა სიის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გამართა. ღონისძიების მიზანი საზოგადოებისთვის იმ ახალგაზრდების გაცნობა იყო, რომლებიც თავიანთი გამბედაობით, ინოვაციური ხედვითა და შეუპოვრობით ქვეყნის მომავალს ქმნიან და სხვადასხვა სფეროში ახალ სტანდარტებს აწესებენ.
Forbes Georgia Under 30-ის პლატფორმას ახალგაზრდა ლიდერების წარმატების გასაზიარებლად უკვე წლებია, იყენებს და მათ აძლევს სტიმულს, გამოწვევებით სავსე გარემოში განვითარება კიდევ უფრო გაბედულად განაგრძონ. წლევანდელი ღონისძიების თემა – Be Bold – სწორედ ამ სულისკვეთებას იზიარებდა და მომავლის ფორმირებაში გამბედაობის, ინოვაციურობისა და ლიდერობის უნარების როლს უსვამდა ხაზს.

ღონისძიება Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორისა და საგამომცემლო სახლ Media Partners JSC-ის აღმასრულებელი დირექტორის, შოთა დიღმელაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მან პროექტისა და იმ ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და ქვეყნის მომავლის შენების გზაზე ნაბიჯებს გაბედულად დგამენ.
„Forbes Georgia-ს ოცდაათწლამდელები განასახიერებთ მეტს, ვიდრე უბრალოდ ტალანტია. თქვენ ხართ გამბედავები, რადგან მზად ხართ რთული გამოწვევებისთვის და აგრეთვე, მედეგები აქამდე არარსებულის შექმნის პროცესში. გაუკვალავში სიარულისას თქვენ ფეხქვეშ ჩნდება ახალი გზები. დღეს - თქვენს წარმატებას აღვნიშნავთ, ხვალ კი იმ გავლენას ვიზეიმებთ, რომელიც რეგიონსა და მსოფლიოზე გექნებათ”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
ამის შემდეგ ღონისძიებაზე შეკრებილებს Forbes Kazakhstan-ის გამომცემელმა და Forbes Georgia-ს თანამფლობელმა, ცენტრალური აზიის მედიის, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში გამორჩეულმა ფიგურამ, არმანჟან ბაიტასოვმა მიმართა. მან Forbes-ის რედაქციებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 30 under 30 არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს მოტივაციას, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოიყენონ და თავიანთ სფეროებში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.

ახალგაზრდა ლიდერები გაბედული ნაბიჯებისთვის შეაქო საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა და მათ მოუწოდა, მიღწეული შედეგებით არ დაკმაყოფილდნენ და განვითარება მუდმივად განაგრძონ.
საპატიო სტუმრების მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, გიორგი ავალიანმა, ჰოლისტური დიზაინის კომპანია Holy Motors-ის დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, რომელიც ღონისძიებას უძღვებოდა, სცენაზე Under 30-ის პროექტის ჟიურის წევრებს უხმო. მათ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები გამოავლინეს:
ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია
- შოთა ელყანიშვილი – Pinterest-ის მანქანური სწავლების ინჟინერი, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე
- გიგი გიორგაძე – საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) დირექტორი
- გიორგი ქუთათელაძე – Flitt-ის აღმასრულებელი დირექტორი
- სანდრო შუბლაძე – Datamam-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
- ანასტასია კვინიკაძე – Impel AI-ის ინჟინერიის დირექტორი
- ანი ჯანელიძე – ElevenLabs-ის მონაცემთა ოპერაციების ხელმძღვანელი
- იოანე ჩიქოვანი – Conceptdigital-ის თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორი
- გიორგი მუმლაძე – Awork-ის საოპერაციო დირექტორი
- კოტე მუშეგიანი – OpenAI-ის Agent Infrastructure-ის გუნდის წევრი
- მარიამ გაგუა – DwellUP-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
ჟიური: ნინო ნანიტაშვილი, ტექნოლოგიების ევანგელისტი; ნათია ქუხილავა, Helio.AI-ის CTO; გიორგი იაშვილი, Cyber Trust-ის დამფუძნებელი, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონსულტანტი; ანანო დოლაბერიძე, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
საზოგადოებრივი გავლენა
- მურო თაკალანძე – ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი
- დავით ჯინჭარაძე – Freedom Fund-ის დამფუძნებელი
- რენა აჯალოვა – Lingua-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
- თამთა კაპანაძე – Burji-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; პროგრამული ინჟინერი
- ნანა გოგუაძე – VISA-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი
- ავთანდილ მღებრიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი
ხელოვნება და სტილი
- დათა ჩაჩუა – მსახიობი
- თამთა ჯაფარაშვილი – გამომცემლობა „პალიტრა L“-ის გამომცემელი
- სალომე ჟორდანია – პიანისტი
- ეკატერინე ბუაჩიძე – ოპერის მომღერალი, მეცო-სოპრანო
- დავით ხრიკული – პიანისტი
- ანდრო ჭიჭინაძე - მსახიობი
განათლება და მეცნიერება
- თინათინ გოგრიჭიანი – Medpace-ის საერთაშორისო კლინიკური კვლევების უფროსი სპეციალისტი
- პავლე ჭყოიძე – UG Startup Factory-ისა და High School of Georgia-ს ხელმძღვანელი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი
- მირანდა ნონიკაშვილი – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს უნივერსიტეტი (UG); გლობალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მკვლევარი
- ხატია თარგამაძე – მკვლევარი ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტში, ქიმიკოსი
- თინათინ ბარათაშვილი – პოსტდოქტორანტი მკვლევარი მათემატიკური პლაზმის ასტროფიზიკის ცენტრში, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი; მეცნიერების დოქტორი
ფინანსები
- ნიკოლოზ მაზანაშვილი – გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
- ჯული ავლოხაშვილი – საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სტრატეგი
- სანდრო თუშიშვილი – საინვესტიციო M&A ბანკირი და კორპორაციული ფინანსების ლექტორი პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში Sciences Po
- ხატია გრემელაშვილი – ZURU Toys-ის ბიზნესოპერაციებისა და სტრატეგიის მენეჯერი
- ირო ცაგარეიშვილი – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის (Axel) დირექტორი, ანტრეპრენიორი
ანტრეპრენიორები და მეწარმეები
- მარიამ ახვლედიანი – QuickShipper-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
- გიორგი ღუღუნიშვილი – Lawformer-ის თანადამფუძნებელი და CPO
- ანა ნადირაძე – გლობალური საცხენოსნო ტურების პლატფორმა Horsetoursguide-ის ხელმძღვანელი
- სანდრო ბოლქვაძე – Widgera-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
- მარიამ კარბაია – საწარმო „კარბას“ დამფუძნებელი და მთავარი შემდუღებელი, საქართველოს პირველი სერტიფიცირებული შემდუღებელი
- ვასო ჩადუნელი – Klipy-ის თანადამფუძნებელი და CTO
- თეონა ვასაძე – Lawformer-ის და LegalTech Meetup-ის თანადამფუძნებელი
- გიორგი რაზმაძე – Awork-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
Forbes Under 30-ის პარტნიორებმა გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცეს. მათ წლევანდელი ღონისძიება დადებითად შეაფასეს და ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერის სურვილი სამომავლოდაც გამოთქვეს.
„Forbes Georgia-ს Under 30 პლატფორმა წლებია, უალტერნატივო სივრცეა ახალგაზრდა, ნიჭიერი და გამბედავი პროფესიონალების აღმოჩენისა და აღიარებისთვის. თუმცა ერთია, როცა უკვე დამდგარ შედეგებს აკვირდები და მეორეა, როცა შერჩევის პროცესში პირადად მონაწილეობ და ათობით ერთმანეთზე უფრო საინტერესო აპლიკანტებს ეცნობი. მჯერა, რომ თითოეული მათგანის სახელს მომავალშიც ხშირად გავიგებთ - ეს ადამიანები გაბედულად გააგრძელებენ თავიანთი და, შესაბამისად, საქართველოს უახლესი ისტორიის წერას“, - თინა ასათიანი, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის დირექტორი.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, Under 30-ის კომუნის წევრებს, ანტრეპრენიორებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს, ნეტვორკინგის შესაძლებლობა მიეცათ, რაც მათ თავიანთი ძალისხმევის პოზიტიური ცვლილებებისთვის გაერთიანებაში დაეხმარება.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: Hotel Telegraph, Blue Ocean, Zoommer, Marketing Hub, Voiss Studio, The Image, European Business Association, GPC, Octo Prime, Chelti Winery, Rental Georgia, Gastronome.
