„კრიპტოზამთარი“ დასრულდა. ბოლო 12 თვეში ბიტკოინის ფასი გაორმაგდა და მას შემდეგ, რაც აშშ-ში ამ კრიპტოვალუტის ETF-ები გახდა დაშვებული, ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს, 73,000 აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდში ყველა კრიპტოვალუტის ფასი 170%-ით გაიზარდა და ინდუსტრიის საბაზრო კაპიტალიზაციას 1.6 ტრილიონი დოლარი შემატა.
ამ ყველაფრის ფონზე, Forbes-ის 2024 წლის მილიარდერთა სიის თანახმად, კრიპტომილიარდერების რაოდენობა ცხრიდან ჩვიდმეტამდე გაიზარდა. ამ ჩვიდმეტი ინვესტორის საერთო ქონება 93 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ეს კი წინა წლის 37-მილიარდდოლარიან მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.
მესამე წელია, პირველ ადგილზე უმხსვილესი კრიპტობირჟა Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჟაოა. მიუხედავად ამერიკაში წაყენებული ფულის გათეთრების ბრალდებებისა, მისი ქონება წლიურად მილიარდი დოლარით გაიზარდა და 33 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედეგად, ის მსოფლიოში 50-ე ყველაზე მდიდარი ადამიანია.
ამ წელს დიდი მოგება ნახეს MicroStrategy-ის CEO მაიკლ სეილორმა და კრიპტობირჟა Coinbase-ის CEO ბრაიან არმსტრონგმაც. MicroStrategy-მა ბიტკოინში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა, რის წყალობითაც მისი ღირებულება გასული წლის 760 მილიონი დოლარიდან 4.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება Coinbase-ს, მისი ფასი ერთ წელიწადში 2.2 მილიარდი დოლარიდან 11.2 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.
Forbes-ის რეიტინგში პირველად მოხვდნენ ჯანკარლო დევასინი, პაოლო არდოინო, ჟან-ლუის ვან დერ ველდე და სტიუარტ ჰოგნერი - ოთხივე მათგანი კონტროვერსიული, მაგრამ მოგებიანი სტეიბლკოინის გამომშვები Tether-ის მეწილეები არიან.
2024 წლის კრიპტოინდუსტრიის ყველაზე მდიდარი ადამიანების სია ასეთია:
17. ჯო ლაუ - 1.5 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Alchemy;
16. ნიკილ ვიშვანათანი - 1.5 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Alchemy;
15. ტიმ დრეიპერი - 2 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Bitcoin;
14. სტიუარტ ჰოგნერი - 2.5 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Tether;
13. მაიკ ნოვოგრაცი- 2.5 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Galaxy Digital Holdings, Bitcoin;
12. ტაილერ ვინკლევოსი - 2.7 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Bitcoin, Gemini;
11. კამერონ ვინკლევოსი - 2.7 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Bitcoin, Gemini;
10. ჯედ მაკალები - 2.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: XRP;
9. მეთიუ როსზაკი - 3.1 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Bitcoin, Ethereum;
8. ფრედ ერსამი - 3.2 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Coinbase, Paradigm;
7. კრის ლარსენი - 3.2 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Ripple, XRP;
6. ჟან-ლუის ვან დერ ველდე - 3.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Tether;
5. პაოლო არდოინო - 3.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Tether;
4. მაიკლ სეილორი - 4.4 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: MicroStrategy, Bitcoin;
3. ჯანკარლო დევასინი - 9.2 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Tether;
2. ბრაიან არმსტრონგი - 11.2 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Coinbase;
1. ჩანპენ ჟაო - 33 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Binance.

