ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის რიგით 39-ე ყოველწლიურ სიაში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ, რომელთა კოლექტიური სიმდიდრე ასევე ყველა დროის მაქსიმუმამდე - $16.1 ტრილიონამდეა გაზრდილი. რეკორდულ მაჩვენებელზეა იმ პირთა რაოდენობაც, რომელთა სიმდიდრეც $100-მილიარდიან ნიშნულს სცდება.

გამოცემის წლევანდელ რეიტინგში 3,028 მილიარდერია – 247-ით მეტი გასულ წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. ამავდროულად კი სიის წევრები ახლა უფრო მდიდრებიც არიან, ვიდრე ოდესმე. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით თითქმის $2 ტრილიონითაა გაზრდილი, $16.1 ტრილიონს აღწევს. წლევანდელ რეიტინგში ამერიკის შეერთებულ შტატებს რეკორდული, 902 მილიარდერი ჰყავს, შემდეგ მოდის ჩინეთი (516, ჰონგ-კონგის ჩათვლით) და ინდოეთი (205).

ამერიკული Forbes-ის 2025 წლის მსოფლიო მილიარდერების რეიტინგში ჯამში 15 ადამიანის ქონება სცდება $100-მილიარდიან ნიშნულს. შარშან მათი რაოდენობა 14 მილიარდერს უტოლდებოდა, 2017 წელს კი ამ ნიშნულს რეიტინგის ვერცერთი წევრის ქონება ვერ სცდებოდა. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა „ელიტარული ჯგუფის“ კოლექტიური ქონება ახლა $2.4 ტრილიონს აღწევს. შედეგად, მსოფლიო მილიარდერთა 0.5% რეიტინგში შემავალი 3,028 პირის სიმდიდრის 15%-ს ფლობს. მათ შორის, მილიარდერთა ტოპ-10-ში არ არიან: რობ, ჯიმ და ელის უოლტონები, ბილ გეიტსი და მაიკლ ბლუმბერგი.

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა წლევანდელ რეიტინგში გასული წლის ლიდერს, ფრანგ ბერნარ არნოს გადაასწრო და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მოიპოვა. გასული წლის რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ მასკის ქონება 75%-ით გაიზარდა და $342 მილიარდს მიაღწია. ამერიკელის სიმდიდრის ზრდა უმეტესად xAI-სა და SpaceX-ის შეფასებებსა და გაყიდვების ბოლოდროინდელი შედეგების მიუხედავად, Tesla-ს აქციების 12-თვიან ზრდას უკავშირდება. მასკი ასევე პირველია, რომლის ქონებამაც $300-მილიარდიანი ზღვარი გადალახა.

2025 წლის რეიტინგის მეორე პოზიციაზე Meta-ს აღმასრულებელი დირექტორია, $216 მილიარდით, რომელსაც ჯეფ ბეზოსი ($215 მილიარდი), ლარი ელისონი ($192 მილიარდი) და ბერნარ არნო ($178 მილიარდი) მოსდევენ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, $5.1 მილიარდამდეა გაორმაგებული, ძირითადად Trump Media & Technology Group-ში მისი აქციების გავლენით.

Forbes-ის მიმდინარე წლის რეიტინგში 288 ახალწვეულიც გვხვდება, მათ შორისაა მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი, Chipotle-ის დამფუძნებელი სტივ ელსი, Alphabet/Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი, მსახიობი და ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი და Scale AI-ის თანადამფუძნებელი ალექსანდრ ვანგი. ეს უკანასკნელი, 28 წლის ასაკში, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერია.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ-10


ილონ მასკი - $342.2 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X | ასაკი: 53 | ქვეყანა: აშშ

Andrew Harnik/Getty Images

მარკ ცუკერბერგი - $216 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Meta | ასაკი: 40 | ქვეყანა: აშშ

AFP via Getty Images

ჯეფ ბეზოსი - $215 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Amazon | ასაკი: 61 | ქვეყანა: აშშ

Joe Klamar / AFP - Getty Images

ლარი ელისონი - $192 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Oracle | ასაკი: 80 | ქვეყანა: აშშ

Phillip Faraone—Getty Images

ბერნარ არნო - $178 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: LVMH | ასაკი: 75 | ქვეყანა: საფრანგეთი

AFP via Getty Images

უორენ ბაფეტი - $154 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway | ასაკი: 94 | ქვეყანა: აშშ

Gerald Miller | CNBC

ლარი პეიჯი - $144 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Google | ასაკი: 52 | ქვეყანა: აშშ

Photo: Shutterstock

სერგეი ბრინი - $138 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Google | ასაკი: 51 | ქვეყანა: აშშ

Getty Images

ამანსიო ორტეგა - $124 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Inditex | ასაკი: 89 | ქვეყანა: ესპანეთი

vh.ma

სტივ ბალმერი - $118 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Microsoft | ასაკი: 68 | ქვეყანა: აშშ

Mark Lennihan / AP