ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რიგით 39-ე, 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში რეკორდული რაოდენობის, 3,028 მილიარდერია – 247-ით მეტი გასულ წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. მათი კოლექტიური ქონება ასევე რეკორდულ – $16.1 ტრილიონს შეადგენს. რეკორდულ მაჩვენებელზეა იმ პირთა რაოდენობაც, რომელთა სიმდიდრეც $100-მილიარდიან ნიშნულს სცდება. კერძოდ, ამ ზღვრის გადაკვეთა წლევანდელ სიაში 15-მა მილიარდერმა შეძლო.

Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი, თუმცა მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. წელს პლანეტის 3,028 მილიარდერიდან 406 ქალია, რაც სიის 13.4%-ს შეადგენს. ცნობისთვის, გასულ წელს მათი რიცხვი 369-ს გაუტოლდა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი Walmart-ის მემკვიდრე ელის უოლტონია, რომლის ქონება 101 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მან ტიტული L'Oréal-ის მემკვიდრე ფრანგი ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსისგან დაიბრუნა, რომელიც ახლა მეორე ადგილზეა 81.6 მილიარდი აშშ დოლარით. აღსანიშნავია, რომ ბეტანკურ-მეიერსმა ტიტული ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში შეინარჩუნა, თუმცა წელს მისი დათმობა მოუწია.

ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსი გასული წლის ივნისში პირველი ქალი გახდა, რომლის ქონებამაც $100-მილიარდიანი ნიშნული გადაკვეთა. ახლა კი მას ელის უოლტონიც შეუერთდა, რომელმაც მსოფლიოს უმდიდრესი ქალის ტიტული სექტემბრის დასაწყისში, Walmart-ის აქციების ფასის ზრდისა და L'Oréal-ის აქციების ღირებულების ვარდნის ფონზე მოიპოვა.

მსოფლიოს უმდიდრესი ქალების რეიტინგში მესამე და მეოთხე ადგილი შეინარჩუნეს ჯულია კოხმა და ჟაკლინ მარსმა, შესაბამისად, $74.2 მილიარდითა და $42.6 მილიარდით.

უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს 10 უმდიდრესი ქალიდან ცხრამ ქონება მემკვიდრეობით მიიღო. Forbes-ის სიაში უმდიდრეს თვითშემდგარ ქალად წელსაც რაფაელა აპონტე-დიამანტი რჩება. მისი ქონება 37.7 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. აპონტე-დიამანტიმ სიმდიდრე გადაზიდვების ბიზნესით დააგროვა.

მსოფლიოს უმდიდრესი ქალები 2025 წელს 


#1 ელის უოლტონი – $101 მლრდ

ასაკი: 75 | სიმდიდრის წყარო: Walmart | მოქალაქეობა: აშშ

Tim Pannell for Forbes

#2 ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსი – $81.6 მლრდ 

ასაკი: 71 | სიმდიდრის წყარო: L'Oréal | მოქალაქეობა: საფრანგეთი

Patrick Bernard/Abaca/AP Photo

#3 ჯულია კოხი – $74.2 მლრდ

ასაკი: 62 | სიმდიდრის წყარო: Koch, Inc | მოქალაქეობა: აშშ

Patrick McMullan via Getty Images

#4 ჟაკლინ მარსი – $42.6 მლრდ

ასაკი: 85 | სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, შინაური ცხოველების საკვები | მოქალაქეობა: აშშ

#5 რაფაელა აპონტე-დიამანტი – $37.7 მლრდ

ასაკი: 80 | სიმდიდრის წყარო: გადაზიდვა | მოქალაქეობა: შვეიცარია

#6 სავიტრი ჯინდალი – $35.5 მლრდ

ასაკი: 75 | სიმდიდრის წყარო: ფოლადი | მოქალაქეობა: ინდოეთი

#7 აბიგაილ ჯონსონი – $32.7 მლრდ

ასაკი: 63 | სიმდიდრის წყარო: ერთგულება | მოქალაქეობა: აშშ

#8 მირიამ ადელსონი – $32.1 მლრდ

ასაკი: 79 | სიმდიდრის წყარო: კაზინოები | მოქალაქეობა: აშშ

#9 მერილინ სიმონსი – $31 მლრდ

ასაკი: 74 | სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდები | მოქალაქეობა: აშშ

#10 მელინდა ფრენჩ-გეიტსი – $30.4 მლრდ

ასაკი: 60 | სიმდიდრის წყარო: Microsoft, ინვესტიციები | მოქალაქეობა: აშშ