გლობალურად, თითქმის ყოველი ექვსი მილიარდერიდან ერთი ფინანსურ ან საინვესტიციო სექტორშია ჩაბმული. მათი უმრავლესობა წარმოშობით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან, ყაზახეთიდან ან ესტონეთიდანაა. აღნიშნულ სექტორში შემავალი 472 მილიარდერის კოლექტიური ქონება Forbes-ის წლევანდელი შეფასებით $2.17 ტრილიონს უტოლდება. მათი თითქმის ორი მესამედი კი წელს შარშანდელზე უფრო მდიდარია.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი წელი უორენ ბაფეტს ჰქონდა -  მის ქონებას 12-თვიან ჭრილში $27 მილიარდი შეემატა. 93 წლის მილიარდერის სიმდიდრის ზრდაზე დადებითი გავლენა Berkshire Hathaway-ის აქციების რეკორდულად მაღალმა ფასებმა იქონია. ფინანსებისა და საინვესტიციო სექტორს წლევანდელ რეიტინგში ახალწვეულებიც ჰყავს, მათ შორისაა: Sherman Financial Group-ის დამფუძნებელი ბენ ნავარო და Valor Equity Partners-ის დამფუძნებელი და CEO ანტონიო გრაციასი.

ტექნოლოგიური ინდუსტრია კი წელს 342 მილიარდერს აერთიანებს, 29 მილიარდერით მეტს გასულ წელთან შედარებით. ამ მიმართულებით ლიდერი მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსია ($201 მილიარდი), რომელსაც $175 მილიარდით Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მოჰყვება. საერთო ჯამში, ტექნოლოგიურ მაგნატთა კოლექტიური ქონება ფინანსებისა და ინვესტიციების ჯგუფს უსწრებს და $2.6 ტრილიონს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით არ ვხვდებით ილონ მასკს, რომელიც Forbes-ის რეიტინგში საავტომობილო ინდუსტრიის მილიარდერად კვალიფიცირდება.

მილიარდერებით მესამე, ყველაზე მეტად დატვირთული სექტორი წარმოებაა, წელს ყველაზე მეტი, 49 ახალწვეულით. წარმოების ინდუსტრია ჯამში 328 მილიარდერს აერთიანებს, რომელთაგანაც ყველაზე მდიდარი Wuerth Group-ის თავმჯდომარე რაინჰოლდ ვიურთია. მეოთხე ადგილზეა მოდა და საცალო ვაჭრობაა 285 მილიარდერით, ხოლო ხუთეულს კვებისა და სასმელების ინდუსტრია ასეულებს, რომელშიც მიმდინარე წელს 210 მილიარდერია წარმოდგენილი.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, 2024 წლის რეიტინგში, ყველაზე მეტი მილიარდერი შემდეგ ინდუსტრიებში გვხვდება:


  1. ფინანსები და ინვესტიციები: 427 მილიარდერი (სიის 15%)


უმდიდრესი: უორენ ბაფეტი - $133 მილიარდი

  1. ტექნოლოგიები: 342 მილიარდერი (სიის 12%)


უმდიდრესი: ჯეფ ბეზოსი - $194 მილიარდი

  1. წარმოება: 328 მილიარდერი (სიის 12%)


უმდიდრესი: რაინჰოლდ ვიურთი  - $33.6 მილიარდი

  1. მოდა და საცალო ვაჭრობა: 285 მილიარდერი (სიის 10%)


უმდიდრესი: ბერნარ არნო - $233 მილიარდი

  1. საკვები და სასმელები - 210 მილიარდერი (სიის 8%)


უმდიდრესი: ჭონგ შანშანი - $62.3 მილიარდი

  1. სხვადასხვა - 201 მილიარდერი (სიის 7%)


უმდიდრესი: მუკეშ ამბანი - $116 მილიარდი

  1. ჯანდაცვა - 197 მილიარდერი (სიის 7%)


უმდიდრესი: დილიპ შანვი - $22.6 მილიარდი

  1. უძრავი ქონება - 190 მილიარდერი (სიის 7%)


უმდიდრესი: ლი შაუ კი - $27.7 მილიარდი

  1. მედია და გასართობი ინდუსტრია - 104 მილიარდერი (სიის 4%)


უმდიდრესი: რუპერტ მერდოკი - $19. 5 მილიარდი

  1. ენერგეტიკა - 98 მილიარდერი (სიის 4%)


უმდიდრესი: ჰეროლდ ჯემი - $18.5 მილიარდი