Forbes მსოფლიოს საუკეთესო MBA  პროგრამის მქონე უმაღლესი სასწავლებლების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს. გამოცემამ რეიტინგის შესადგენად 2012 წლის კურსდამთავრებულთა შესახებ მონაცემები შეაგროვა, იმის დასადგენად დაუბრუნდათ თუ არა უნივერსიტეტის დამთავრებიდან 5 წელში, სტუდენტებს სწავლაში ჩადებული ინვესტიცია. 

საუკეთესო ორწლიან სასწავლებლად  London Business School დასახელდა, რომლის კურსადამთავრებულთა მოგებამ $119,100 შეადგინა. ერთწლიანად კი IMD დასახელდა $194,700-იანი მოგებით. შემოსავლები მოიცავს როგორც კურსდამთავრებულის ანაზღაურებას, ასევე ბონუსებს და შემოსავლებს აქციებიდან. 

საუკეთესო ორწლიანი პროგრამები:

London Business School - გადასახადი: $93 527; მოგება: $119 100 - წლიურად პროგრამაზე ჩაბარების მსურველი 2,411 სტუდენტია, საიდანაც უნივერსიტეტში 17%-ს - საშუალოდ 425-ს იღებენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი 94%-ია.

IESE - University of Navarra - გადასახადი: $77 900; მოგება: $97 100; დასაქმების მაჩვენებელი: 95%. 

CEIBS (China Europe International Business School ) - ჩინეთის წამყვანი ბიზნესსკოლა - გადასახადი: $60 435; მოგება: $95000; დასაქმების მაჩვენებელი 93%. 

HEC Paris - დასაქმებს მაჩვენებელი 92%. გადასახადი: $66 584; მოგება: $85 300. 

Esade Business School - ესპანური ბიზნეს სკოლის დასრულების შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი 86%-ია. გადასახადი: $70 000; მოგება: $58 700. 

ერთწლიანი პროგრამების პირველი ხუთეული: 

IMD  (International Institute for Management Development) - დასაქმების მაჩვენებელი კურსის დასრულების შემდეგ: 82%. გადასახადი: $88 642; მოგება: $194 700. 

INSEAD - გადასახადი: $85 905; მოგება: $150 400.

IE Business School - გადასახადი: $82, 279; მოგება: $145 400.

Cambridge judge Business School - გადასახადი: $64 435; მოგება: $140 000. 

SDA Bocconi (School of Management;  Bocconi University ) - გადასახადი: $57 072; მოგება: $138 100.