რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის, Fortnite-ის შემქმნელმა კომპანიამ, Epic Games-მა, განაცხადა, რომ შემდეგ ორ კვირაში თამაშიდან შემოსულ თანხას სრულად გადარიცხავდა უკრაინის დასახმარებლად - როგორც გაირკვა, ამ მიზნისთვის მოთამაშეებმა $144 მილიონი შეაგროვეს, რომლის დიდი ნაწილი, კერძოდ კი $36 მილიონი, აქციის პირველ დღესვე მოგროვდა.

https://twitter.com/FortniteGame/status/1510981457195454474

აღსანიშნავია, რომ Epic-ი არ არის ერთადერთი კომპანია ვიდეოთამაშების ინდუსტრიიდან, რომელმაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხა შეაგროვა: გასულ თვეს, League of Legends-ის დეველოპერმა, Riot Games-მა უკრაინისთვის $5.4 მილიონი, Itch.io-მ - $6 მილიონი, ხოლო Humble Bundle-მა $20 მილიონი მოაგროვეს.