მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები, ასევე უმუშევრობის დონე თითქმის ყოველდღიურად იზრდება; თუმცა, გასული კვირის მონაცემებით, საფონდო ბირჟებმა მცირედი გაუმჯობესება აჩვენეს. Dow Jones-ი და S&P 500-ი 12%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანი ნახტომი დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა ეკონომიკის დასახმარებლად $2.3 ტრილიონის სესხების უზრუნველყოფის შესახებ განაცხადა. საფონდო ბირჟების ზრდის შედეგად, გასულ კვირას (2 აპრილიდან 9 აპრილამდე) 10-მა მილიარდერმა ჯამში $51 მლრდ-ი "გამოიმუშავა".
მათგან ყველაზე მეტი მაღალი მოდის ინდუსტრიის გიგანტის Inditex-ის ხელმძღვანელმა ამანსიო ორტეგამ მიიღო. მისი ქონება $7.2 მილიარდით გაიზარდა და $64.8 მილიარდი შეადგინა. მეორე ადგილზე ამ მხრივ ჯეფ ბეზოსი გავიდა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება გასულ კვირას $6.8 მილიარდით გაიზარდა და $124.7 მილიარდს მიაღწია.
რაც შეეხება სრულ სიას იმ ათი მილიარდერისა, რომლებმაც ყველაზე მეტი მიიღეს გასული კვირის განმავლობაში, ასე გამოიყურება:
ამანსიო ორტეგა, Zara - +$7.2 მილიარდი
ჯეფ ბეზოსი, Amazon - +$6.8 მილიარდი
ბერნარ არნო, LVMH - +$6.3 მილიარდი
მარკ ცუკერბერგი, Facebook - +$6.2 მილიარდი
უორენ ბაფეტი, Berkshire Hathaway - +$5.0 მილიარდი
მაკეშ ამბანი, ნავთობი და გაზი - +$4.4 მილიარდი
ელონ მასკი, Tesla - +$4.2 მილიარდი
ლარი ელისონი, Oracle - +$4.0 მილიარდი
ბილ გეითსი, Microsoft - +$3.6 მილიარდი
ლარი პეიჯი, Alphabet - +$3.6 მილიარდი.
