Georgia Capital-მა ერთ წელში 1.3 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 13.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯგუფის პორტფელი დღეს 1.9 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან ნახევარი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ კომპანიებზე (GHG; BOG) მოდის.
ჯგუფის 1.9 მილიარდიან პორტფელში შემავალი კომპანიების ღირებულება და Georgia Capital-ის წილი ამ კომპანიებში შემდეგია:
- საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი - 520.3 მლნ ლარი (Georgia Capital-ის წილი - 57%)
- საქართველოს ბანკის ჯგუფი - 457.5 მლნ ლარი (19.9%)
- წყლის კომუნალური ბიზნესი (GWP, რუსთავისა და მცხეთის წყლები) – 431 მლნ ლარი (100%)
- სამშენებლო ბიზნესი - 66.8 მლნ ლარი (100%)
- დაზღვევა - 130.5 მლნ (100%)
- განახლებადი ენერგია - 61.2 მლნ (65%)
- სასტუმრო ბიზნესი - 149.1 მლნ (100%)
- ალკოჰოლური სასმელები (ღვინო/ლუდი) - 61 მლნ (80%)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კაპიტალი ჰოლდინგური ბიზნეს კომპანიაა, რომელიც BGEO ჯგუფის საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაყოფის შემდეგ შეიქმნა.
