სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.
2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
- იაპონია - 200% (130 638 ბოთლი)
- ჩეხეთი - 134% (30456)
- ყირგიზეთი 81% (140370),
- სამხრეთ კორეა - 78% (31650)
- ნიდერლანდები - 68% (38799)
- დიდი ბრიტანეთი - 67% (46782)
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:
- რუსეთი - 24 022 113 ბოთლი
- უკრაინა - 4 191 217 ბოთლი
- ჩინეთი - 2 975 804 ბოთლი
- ყაზახეთი - 1 652 292 ბოთლი
- პოლონეთი - 1 573 328 ბოთლი
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 190-მა კომპანიამ განახორციელა.
ღვინის ყველაზე მსხვილი 10 ექსპორტიორი ქართული კომპანია კი შემდეგია:
- ს.ს. თელიანი ველი
- შპს ბადაგონი
- ყვარლის სარდაფი
- შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
- შპს BOLERO & COMPANY
- შპს ტიფლისკი ვინნი პოგრებ
- ს.ს. თბილღვინო
- დუგლაძეების ღვინის კომპანია
- შპს ქართული ღვინის სახლი
- სს თელავის ღვინის მარანი
კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
