მსოფლიოში ღვნის ექსპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 3,5%-ით შემცირდა. 2015 წელს მსოფლიოში ღვინის ექსპორტმა 31,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი წილი ღვინის ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ათეული კი შემდეგია: 

1. საფრანგეთი - 9,2 მილიარდი დოლარი, - მთლიანი ექსპორტის 28,8%

2. იტალია - 6 მილიარდი დოლარი - მთლიანი ექსპორტის 18,8%

3. ესპანეთი - 3 მილიარდი დოლარი - მთლიანი ექსპორტის 9,3%

4. ჩილე - 1,8 მილიარდი დოლარი - მთლიანი ექსპორტის 5,8%

5. ავსტრალია - 1,6 მილიარდი დოლარი - მთლიანი ექსპორტის 5,1%

6. ამერიკის შეერთებული შტატები - 1,5 მილიარდი დოლარი - მთლიანი ექსპორტის 4,9%

7. გერმანია - 1,1 მილიარდი დოლარი, - მთლიანი ექსპორტის 3,4%

8. ახალი ზელანდია - 1,1 მილიარდი დოლარი - მთლიანი ექსპორტის 3,4%

9. პორტუგალია - 817,7 მილიონი დოლარი - მთლიანი ექსპორტის 2,6%

10. არგენტინა - 817,4 მილიონი დოლარი, - მთლიანი ექსპორტის 2,6%

2011 წლიდან მოყოლებული ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად ჩინეთმა გაზარდა. გაერთიანებული სამეფოდან (-27,8%), გერმანიიდან (-21,1%) და ავსტრალიიდან -18%) კი ექსპორტის შემცირება ფიქსირდება.  

საქართველო მსოფლიოში ღვინის ექსპორტით 23-ე ადგილზეა. 2015 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 95,8 მილინი დოლარი და მთლიანი ექსპორტის 0,3% შეადგინა. 2016 წელს კი ეს ციფრი 113 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

წყარო: worldstopexports.com